Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში შემოგთავაზებთ Goanimate_ში სასურველი პერსონაჟების არჩევასა და ძირითად თავისებურებებს. ძირითადი სამუშაო ფანჯრის მარცხენა ზედა ზოლში დაავაწკაპუნოთ ღილაკზე Characters, სადაც გამოჩნდება ყველა ის პერსონაჟი რომელსაც თქვენს მიერ არჩეული შაბლონი გთავაზობთ, გაითვალისწიენეთ, რომ Goanimate-ში თითოეული შაბლონი ერთმანეთისაგან განსხვავებულ პერსონაჟებს გთავაზობთ. პერსონაჟის ძირითად სამუშაო ფანჯარაში გადასატანად სასურველ პერსონაჟზე დააწკაპუნეთ მაუსი, ან თანწაღების მეთოდით გადაიტანეთ ძირითად სამუშაო ფანჯარაში მაუსის დახმარებით. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული