Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში შემოგთავაზებთ Goanimate_ში პერსონაჟებზე მუშაობის დამატებით შესაძლებლობებს, მაგ. ობიექტის მონიშვნა, ზომის შეცვლა, გადაადგილება, მიმართულების განსაზღვა, პოზიციის შეცვლა და წაშლა. მაშ ასე, განვიხილიოთ თითოეული ვარიანტი ცალ-ცალკე. ობიექტის მონიშვნა _ ობიექტის მონიშვნა ხდება, თუ მაისის მარცხენას ერთჯერ დავაწკაპუნებთ სასურველ ობიექტზე, ობიექტის ირგვლივ გაჩნდება მონიშვნის მარკერები. ობიექტის ზომის შეცვლა_ მოვნიშნოთ ობიექტი, ამ დროს ობიექტის ირგვლივ გაჩნდება მონიშვნის მარკერები, მაუსის მაჩვენებლი მივიტანოთ რომელიმე მარკერთან და მას შემდეგ, რაც მაჩვენებლი ორმხორავად მიმართული ისრის ფორმას მიიღებს, ხელაუღებლად ავამოძრაოთ შესაბამისი მიმართულებით (გავზარდოთ ან შევამციროთ ოიექტის ზომა). დამატებითი ინსტრუმენტების ზოლი_ პირველ ღილაკზე Toggle movement ONN/OFF-ზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება მიმართულების განმსაზღვრელი ისარი, მაუსის საშუალებით ისარი შეგვიძლია მივმართოთ სასურველი მიმართულებისა და მანძილის მიხედვით. ობიექტის მიმართულების შეცვლა_მოვნიშნოთ პერსონაჟი და დამატებითი ინსტრუმენტების ზოლზე დავაწკაპუნოთ Flip ღილაკზე, როგორც ხედავთ პერსონაჟმა შეიცვალა მამართულება და შებრუნდა მარჯვნივ. ობიექტის წინა და უკანა შრეზე გადატანა _ მოვნიშნოთ პეროსნაჟი და დამატებითი ინსტრუმენტების ზოლზე ავირჩიოთ Birng Forward. ობიექტის წაშლა _ მოვნიშნოთ პერსონაჟი და დამატებითი ინსტრუმენტების ზოლზე ავირჩიოთ Delete Asset. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული