Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
ობიექტის მონიშვნის შემდეგ, სამუშაო ფანჯრის მარცხენა მხარეს გამოვა დამატებითი ფანჯარა Character settings_ ავირჩიოთ Actions_ სადაც საშუალება გვაქვს ავურჩიოთ ობიექტს ვიდეო-კომიქსის სიუჟეტისათვის შესაბამისი ხასიათი, ემოციები და მოქმედებები. ეს ფანჯარა კი თავის მხრივ კატეგორიად იყოფა, შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ასევე საბრძოლო და ემოციების გამოხატვის მოქმედებების არცევა; დავაწკაპუნოთ სასურველ პიქტოგრამაზე და ობიექტს ავურჩიოთ შესაბამისი მოქმედება. ობიექტის განწყობა_ მოვნიშნოთ ობიექტი და ავირჩიოთ expression_ დავაწკაპუნოთ აქ და ავურჩიოთ ობიექტს სიუჟეტისათვის შესაბამისი განწყობა. გაითვალისწინეთ, სხვადასხვა შაბლონის არჩევის შემთხვევაში, ობიექტებს განსხვავებული მოქმედებები და ემოცები აქვს. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული