Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებთ, პროგრამა Goanimate-ში, მომხმარებლის ბიბლიოთეკაში ობიეტების ატვირთვასა და დახარისხებაზე; მიუხედავდ იმისა, რომ პროგრამა გვთავაობს ობიექტების ფართო და მარავლფეროვან არჩევანს, პროგრამა გვაძლევს საშუალებას მომხმარებლის ბიბლიოთეკაში ავტვირთოთ ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა ობიექტები, აუდიო და ვიდეო ფაილები. მაშ ასე, მაუსი დავაწკაპუნეთ ძირითადი სამუშაო ფანჯრის მარცხნივ დამატებითი მენიუს ზოლზე Import media, შემდეგ კი ვიწყებთ ფაილის ატვირთვას, თუმცა ვიდრე ფაილს ავტვირთავთ, მნიშვნელოვანია გავეცნოთ იმ პირობებს რასაც პროგრამა მოითხოვს მომხმარებლისაგან, კერძოდ კი: ფაილის მაქსიმალური ზომა შესაძლებელია იყოს 15 მეგაბიტი, სურათის ფორმატი შეიძლება იყოს: jpg, png, gif. სურათის გაფართოება კი, თუ მთლიანი ფონისთვის გვინდა უნდა იყოს 1080 პიქსელი; რაც შეეხება აუდიო აუდიო ფაილის ფორმატს _mp3, wav, m4a. მაშ ასე, დავიწყოთ ფაილის ატვირთვა, ავირჩიოთ SELECT FILES, გამოსულ ფანჯარაში მოვძებნოთ სასურველი ობიექტი, მოვნიშნოთ, შემდეგ Open, აი სურათი აიტვირთა, თუმცა აქ უკვე უნდა გადავანაწილოთ კატეგორიის მიხედვით, ჩამოვშალოთ სამუთხედი IMPORT AS და თუ ობიექტებში გვინდა გდავიდეს სურათი ავირჩიოთ prop, ხოლო თუ სურათი ფონისთვის გჭირდებათ, მაშინ აირჩიეთ Background. აი, სურათი გადავიდა მომმხარებლის ბიბლიოთეკაში, კატეგორია Background, შესაძლებელია, ერთი და იგივე სურათი სხვადასხვა კატეგორიაში ავტვირთოთ, მივუთითებ Prop, მაშასადამე, მე ახლა მაქვს მომხმარებლის ბიბლიოთკაში, ორი ერთი და იგივე სურათი, ერთი არის Background კატეგორიაში, ხოლო მეორე კი Prop კატეგორიაში. გისურვეთ წარმატებებს!

ახალი დამატებული