Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
ანიმირებულ ვიდეო კომიქსებში ტექსტის ჩასმის მიზნით შესაძლებელია გამოიყენოთ ჩანართი Text, აირჩიეთ სასურველი დიალოგური ბუშტი და დააწკაპეთ ზედ ან თანწაღების მეთოდით გადაიტანეთ ძირითად სამუშაო ველში. იმისათვის, რომ დიალოგიურ ბუშტში ქართულ ენაზე დაწეროთ, დააწკაპეთ ზედ, როგორც ხედავთ ტექსტი მოინიშნა, მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი ტექსტი მოინიშნა მარცხენა მენიუს ველში გამოჩნდება მცურავი ფანჯარა და ჩანართში Style, Font Family აირჩიეთ Arial, ხოლო თქვენს კომპიუტერში ამოცანათა პანელზე მიუთითეთ _ ქართული. აქვე შეგიძლიათ, აირჩიოთ შრიფტის ზომა, ღილაკი Font Size, ჩამოშალეთ სამკუთხედი და აირჩიეთ სასურველი ზომა. (Bold) ღილაკის გამოყენებით კი შეგიძლიათ გაამუქოთ ტექსტი, ასევე შესაძლებელია გაასწორეთ ტექსტი მარცხენა კიდესთან, ცენტრში ან მარჯვენა კიდესთან და შეცვალოთ ტექსტის ფერი Text Color დაასკაპუნეთ და აირჩიეთ სასურველი ფერი. შესაძლებელია დიალოგური ბუშტის ფერის შეცვლა, ამისათვის კი დააწკაპუნეთ Background და აქაც აირჩიეთ სასურველი ფონის ფერი. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული