Goanimate _ ანიმირებული ვიდეო კომიქსები

ვებ პროგრამა Goanimate დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი, მისი საშუალებით შეძლებთ ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვას სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში მასწავლებლები ამ პროგრამის გამოყენებით განუვითარებენ მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნებას, ვიდეო-კომისების გამოყენებით მოსწავლეებს უშულოდ დაამახსოვრდებათ სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, შეძლებენ მის ირგვლივ მსჯელობასა და დისკუსების მოწყობას. გისურვებთ წარმატებებს!
დილოგური ბუშტებს შეგიძლიათ აურჩიოთ სხვადასხვა სახის მოძრაობები, მონიშნეთ დილოგური ბუშტი და გადადით მცურავი ფანჯრის ჩანართში ENTER/EXIT, აქ კი შეგიძლიათ სიუჟეტის შესაბამისად აურჩიოთ დიალოგურ ბუშტს შესვლის და გამოსვლის სხვადასხვა ანიმაციები. მაგ. აირჩიეთ Add Enter Motion, შემდეგ კი Enter, Style-ჩამოშალეთ ქვევით მიმართული ისარი და მოძებნეთ სასურველი ანიმაცია დიალოგური ბუშტისათვის, აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ როგორ გამოიყურება ანიმაციები, არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ სასურველ სტილზე. მომდევნო Timing აირჩიეთ თანმიმდევრობა, ხოლო Delay და Duration აქ კი ირჩევთ ანიმაციის გამოჩენის ხანგრძლივობას, შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ დრო. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული