GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
ყველა გამოსახულება კომპიუტერულ გრაფიკაში იყოფა ორ კლასად: წერტილოვანი/რასტრული და ვექტორული. წერტილოვანი გამოსახულება შეიძლება ვუწოდოთ პიქსელების მასივს, ერთნაირი ზომითა და ფორმით (უმეტს წილად კვადრატებად) ანუ შედგება იდენტური ფორმის და ზომის უჯრედებისაგან, თითოეული პიქსელისათვის განისაზღრება ფერი. რასტრული გამოსახულება - ესაა სურათები, რომლებიც შედგება ბევრი ფერადი წერტილებისაგან/პიქსელებისაგან. ნებისმერი ციფრული ფოტოსურათი არის რასტრული სურათი, ასეთი სურათების დასამუშავებლად გამოიყენება რასტრული რედაქტორები, როგორებიცაა Adobe Photoshop, Photo Paint, Gimp. მთავარი მინუსი რასტრული სურათისა ის არის, რომ ზომის გაზრდის შემდეგ გამოსახულების ხარისხი უარესდება. როგორ არის რასტრული გამოსახულება წარმოდგენილი კომპიუტერის მეხსიერებაში, ფაილში - ეს არის მოწესრიგებული ცნობების მთელი მასივი ფერის ყველა პიქსელის შესახებ. ვექტორული გამოსახულება კომპიუტერულ გრაფიკაში არის მრავალფეროვანი გეომეტრიული ობიექტების აღქმა. როგორც წესი ეს არის მარტივი გეომეტრიული ფორმები (წრე, ელიფსი, მრავალკუთხედი და ა.შ). ვექტორული გრაფიკის უმთავრესი თავისებურება არის, ის რომ ყოველი ობიექტისათვის განისაზღვრება კონტროლის პარამეტრები, რომელიც აკონკრეტებს მის იერ-სახეს. მაგ. ასეთი კონტროლის პარამეტრები არის დიამეტრი, ფერი, ტიპი, ხაზის სიგანე, ასევე ობიექტის შიგნითა ფერი, როგორც წესი ვექტორული გრაფიკა გამოიყენება მარტივი სურათებისათვის და ასევე გამოიყენება ზოგიერთ შრიფტში. ვექტორული სურათები შედგება მათემატიკურად მოცემული ხაზების (ვექტორების), ტეხილი და გეომეტრიული ფიგურებისაგან. სურათში დევს ვექტორული ჩარჩო, ასეთი გამოსახულება მასშტაბირების დროს არ კარგავს ხარისხს, ამიტომ მისი გადიდება და დაპაატრავება შესაძლებელია უსასრულოდ. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ფაილის პატარა ზომა მაგ. სურათის ზომა 5X10 მეტრზე შეიძლება იყოს მხოლოდ 100-200კბ. ვექტორული გამოსახულების რედაქტირებისათვის გამოიყენება ვექტორული რედაქტორები: Coral Draw, Adobe Illustrator… რასტრული ფორმატებია: BMP, GIF, JPEG, JPGM PNG, PICT, TIFF, PSD (Adobe photoshop) ძირიტადი ვექტორული ფორმატებია: AI (Adobe Illustrator) CDR (Coral Draw) CMX (Coral Exchange) CGM Computer Graphics Mata file DXF CAD WMF Windows Metafile როდესაც მუშაობთ ობიექტზე, რომელსაც აქვს ერთი ფერი, ტექსტი ან მრავალი პატარა ობიექტი-ვექტორული პროგრამები დაზოგავს თქვენ დროს, ხოლო თუ იყენებთ რთულ ჩრდილებს ან 3D ეფექტებს, ტექსტურებს მაშინ უნდა გამოიყენოთ რასტრული ფორმატი. განვიხილოთ რასტრული დამუშავების რედაქტორი, პროგრამა GIMP-ი, GMIP-არის უფასო პაკეტი რასტრული გამოსახულების შექმნისა და რედაქტირებისათვის. GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს. GIMP-ის პირველი ვერსია დაწერა პიტერ მეტისონმა (Peter Mattis) და სპენსერ კიმბალმა (Spencer Kimball), არც თუ ისე ცოტა პროგრამისტმა შეიტანა წვლილი ამ პროგრამის დამუშავებაში, პროგრამას ქონდა ათასობით ადამიანის მხარდაჭერა, მან გაიარა ტესტირება მრავალგზის, GIMP-ი ვითრდება სვენ ნაიმონის (Sven Neuman) და მიჩ ნატერერის (Mitch Natterer) ხელმძღვანელობით. დავალების აქტუალობის და შემუშავების ღია პატფორმის სიტემიდან გამომდინარე პროექტი დღემდე ძალიან დინამიურად ვითარდება. თავდაპირველად პროგრამის გრაფიკული ინტერფეისისათვის გამოიყენებოდა გრაფიკული ბიბლიოთეკა Motif, მაგრამ შემდეგ დამუშავდა ახალი ბიბლიოთეკა GTK (GIMP ToolKit), რომელიც შემდეგში გახდა ერთ-ერთი უფასოდ გავრცელებული ბიბლიოთეკა გრაფიკული ინტერფეისათვის, დღეისათვის გამოიყენება GTK2+ , GIMP-ის ერთ-ერთ ძლიერ მხარეა ის, რომ იგი თავსებადია სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებთან და წარმოადგენს თავისუფალად გავრცელებად პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოცემულია ლიცენზიით GNU (General Publice License). GNU მომხარებელს აძლევს წვდომას პროგრამის ღია კოდზე მისი რედაქტირებისათვის.

ახალი დამატებული