GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
არსებობს GIMP-ის სხვადასხვა ვერსია სხვადასხვა ოეპრაციული სისტემებისათვის, თავდაპირველად ის დაამუშავას ლინუქისის ოპერაციული სისტემისათვის, მოგვიანებით კი დააპორტირეს სხვა ოპერაციულ სისტემაზე, ვინდოუსის ოპერაციული სისტემისათვის საჭიროა შეარჩიოთ GIMP-ის ის ვერსია რომელიც თავსებადია თქვენი Windows -ის ოპერაციული სიტემისა და ასევე საჭიროა დააყენოთ GTK ბიბლიოთეკა, რომელიც აუცილებლია პროგრამის გასაშვებად. GIMP-ის ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროგრამის გადმოწერა აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებლის საიტიდან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვართ გარანტირებულნი, რომ პროგრამა არ შეიცავს ვირუსებს და ვიწერთ მის უახლეს ვერსიას. მაშ ასე, შევდივართ საიტზე http://www.gimp.org/ შეგვიძლია გავეცნოთ კომპანიის მოკლე აღწერილობას, ან მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი პაკეტი და დასახელებაზე ერთხელ დაწკაპუნებით გადმოვწეროთ პროგრამა ჩვენს კომპიუტერში. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Download ანუ გადმოწერა. ვიდრე პროგრამა იწერება გავეცნოთ ვებგვერდს: download ბმულზე დაწკაპუნებით გადავალთ საიტის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მწარმოებლის მიერ შექმნილი ყველა ვერსის ჩამონათვალი სხვადასხვა ოპერაციული სისტემისათვის, ვერსიას კი რომელსაც ახლა ვიწერთ თავსებადია როგორც 32, ისე 64 ბიტიანი არქიტექტურის ოპერაციული სიტემებისათვის. როგორც ვხედავთ პროგრამა უკვე გადმოწერილია, საჭიროა გადმოწერილი საინსტალაციო პაკეტის მოძებნა და შესრულებაზე გაშვება. Google Chrome ბრაუზერის გამოყენების შემთხვევაში პაკეტის გაშვება შესაძლებელია პირდაპირ მასზე დაწკაპუნებით, ხოლო სხვა ბრაუზერის გამოყენების შემთხვევაში საინსტალაციო პაკეტი შესაძლებელია მოვძებნოთ საქაღალდეში Downloads. მოვძებნოთ პროგრამა და გავუშვათ იგი შესრულებაზე. მაშ ასე, ორჯერ დაწკაპუნების შედეგად გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ენას ინსტალაციისათვის და ვაწვებით ღილაკზე Next, ანუ შემდეგი, შემდეგ Instal, მიმდინარეობს პროგრამის ინტერნეტიდან გადმოწერა და ჩვენს კომპიუტერში ინსტალაცია, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ინტერნეტ კავშირის არსებობა აუცილებელია. ველოდებით სანამ არ შეივსება მაჩვენებელი, როგორც ვხედავთ პროგრამის ინსტალაცია დასრულებულია, ვაწკაპუნებთ ღილაკზე Finish (დასრულება). დავხუროთ ზედმეტი ფანჯრები, სამუშაო მაგიდაზე ავტომატურად ინსტალაციის დროს გამოტანილი იქნა გამშვები პიქტოგრამა, დავაწკაპუნოთ მასზე ორჯერ და შესაძლებლობა გვაქვს ვიმუშაოთ პროგრამაში.

ახალი დამატებული