GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
მაშ ასე, ჩვენი პროგრამა უკვე დაყენებულია, მისი გაშვება შესაძლებელია იარლიყის მეშვეობით. მოდი გავუშვათ და ვნახოთ მისი ინტერფეისი, ანუ ის გარემო, ღილაკები, რომლების მეშვეობითაც უნდა შევასრულოთ სასურველი მოქმედებები. პროგრამის გაშვებისას იხსნება სამი ფანჯარა: ძირითადი ფანჯარა, ფანჯარა გამოსახულებისათვის და მესამე ფანჯარა: ფენა, არხები, კონტურები (შემდეგში ამ უკანასკნელს მოვიხსენიებ როგორც ფანჯარა ფენა) . გარდა ამ ფანჯრებისა საჭიროების შემთხევაში შესაძლებელია კიდევ დაამატოთ სხვა დამატებითი ფანჯრები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ამ სამ ფანჯარათან მოგვიწევს მუშაობა. ფანჯარა - ფენა, ამ ფანჯრის დახურვა არ არის რეკომენდირებული, ის პრაქტიკულად ყოველთვის საჭიროა გამოსახულებებზე სამუშაოდ, მისი დახურვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი კვლავ გააქტიურება, ამისათვის აირჩიეთ ფანჯარა გამოსახულებისათვის, შედმეგ კი მენიუს ზოლზე Windows და ავირჩიოთ Recently Closed Docks, Layers, channels, Paths, Undo ასევე შესაძლებელია ამ სამი ძირითადი ფანჯრის გაერთიანება, ფანჯარა გამოსახულებისათვის, შემდეგ მენიუს ზოლზე Windows და დავაწკაპუნოთ Single Window Mode. პროგრამა გვთავზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ სხვადასხვა ფუქციები, GIMP-ის ინსტრუმენტები პირობითად შეიძლება 5 კეტეგორიად დავყოთ: მონიშვნის ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენება იმ ობიეტის მოსანიშნად, რომელზეც მოქმედება უნდა შესრულდეს; ხატვის ინსტრუმენტები, რომელიც ცვლის გამოსახულების ფრაგმენტის ფერს, მაგალითად, ხაზის დახატვის დროს იცვლება გამოსახულების ხაზთან განლაგებული წერტილების ნაწილი. ფერის ინსტურმენტები მთლიან გამოსახულებაში ანაწილებს ფერებს; ინსტრუმენტი კონვერტაციისათვის ცვლის გამოსახულების გეომატრიას; სხვა ინსტრუმენტები: ყველა დანარჩენი, რომლებიც ვერ მოხვდნენ ყველა ზემოთ ნახსენებ კატეგოტრიაში; როგორც წესი, ინსტუმენტები აქტიურდებიან, შესაბამის პიქტოგრამაზე მაუსის დაწკაპუნებით, თუმცაღა, ყველა ინსტრუმენტი პანელზე არ არის გამოტანილი, რათა იშვიათად გამოყენებადმა ინსტრუმენტება არ გადატვირთოს სამუშაო არე. გამოსახულების ფანჯრის მენიუს ზოლზე Tools-მენიუს გამოყენებით, კი განვსაზღვროთ რომელი ინსტრუმეტები დავამატოთ სამუშაო პანელზე ან პირიქით წაშალოთ.

ახალი დამატებული