GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
ამ ვიდეო გაკვეთილში ვისწავლით ახალი პროექტის შექმნას, ავირჩიოთ გამოსახულების ფანჯრის მენიუს ზოლზე File ჩანართში ავირჩიოთ New ან შეგვიძლია გამოიყენოთ კლავიშების კომბინაცია Ctrl+N, გამოვა ფანჯარა ახალი გამოსახულებისათვის, ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ გამოსახულების პარამეტრები, ან შესაძლებელია გავწეროთ ხელით გამოსახულებისათვის საჭირო სიგრძე, სიგანე. ზომა შეგიძლიათ განსაზღვროთ მილიმეტრებით, სანტიმეტრებით, პიქსელებით, მეტრებით და ა.შ, ავირჩიოთ გამოსახულების განლაგება ალბომური ან ვერტიკალური, მივუთითოთ გამოსახულების ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მდგომარეობა, რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრები მით უფრო ხარისხიანია გამოსახულება. ჩამონათვალში ფერადი სივრცე Color space, გამოიყენება პროექტში ფერადი მოდელისათვის, ნაგულისხმევად უკვე არჩეულია RGB. Fill with_ აქ შეძლებელია ფონის არჩევა: ფონის წინა და უკანა ხედი, თეთრი ან გამჭვირვალე (ამ შემთხევაში მე ავირჩიე თეთრი). Comment_ შესაძლებელია კომენტარის დამატება არჩეული პროექტისათვის და დავაწკაპუნეთ ok. ახალი პროექტი წარმატებით შეიქმნა და თქვენ ხედავთ თეთრ გამოსახულებას. გამოსახულება შემცირებულ ფორმატშია წარმოდგენილი, იმისათვის, რომ სრულ ფორმატში დავინახოთ გამოსახულების ფანჯრის დაბლა საინფორმაციო ზოლზე, მასშტაბების ჩამონათვალიდან ავირჩიოთ 100% , თუ გამოსახულება სრულად არ ეტევა ეკრანზე, აქაც საინფორმაციო ზოლის მარჯვენა კუთხეში ნავიგაციის დახმარებით შესაძლებელია გადაავადგილოთ და დავათავლიეროთ გამოსახულების ელემენტები. აქვე არის სახაზავის ტიპები, მაგ. დიუმებში, სანტიმეტრებიში, პიქსელებში და ა.შ. შესაძლებელია მისი შეცვლა, თუმცა ნაგულისხმევად უკვე არჩეულია რასტრული პიქსელები და რეკომედაციას გაძლევთ დატოვოთ პიქსელები.

ახალი დამატებული