GIMP_გრაფიკული რედაქტორი
00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36
00:02:16
00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36
00:02:16
GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის.
GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
პროგრამა თავსებადია შემდეგ გრაფიკულ ფორმატებთან: GIF (მათ შორის ანიმაციები) JPEG, PNG, Gif, TIFF, PNM, TGA, BMP, PDF და ა.შ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ჩვენს კომპიუტერში ინახება ეგრეთ წოდებულ ფაილებში, ინფორმაცია და შესაბამისად ფაილები ძირითადად სამი ტიპისაა, ესენია: ტექსტური ფაილები (ფაილები, რომლებიც შეიცავენ ტექსტურ ინფორმაციას), აუდიო ფაილები (მაგალითად მუსიკები) და გრაფიკული ფაილები (სურათები, ვიდეო ფაილები და ა.შ.).
ნებისმიერ ფაილს გააჩნია შენახვის ფორმატი (გაფართოება), რომელიც აღნიშნულია ფაილის სახელში, წერტილის შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფაილის გაფართოება დაფარულია მომხმარებლისაგან და მათი დანახვა ფაილის თვისებებშია შესაძლებელი, ამ გაფართოების მიხედვით ხვდება ჩვენი მოწყობილობა (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი) თუ რომელი პროგრამის მიერ უნდა იქნას გაშვებული ესა თუ ის ფაილი. ფაილის გაფართოება აღნიშნავს ასევე ფაილის სპეციფიკაციასაც ანუ იმ მახასიათებლებს, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული ფაილისათვის.
Gif-ეს არის გრაფიკული გამოსახულების პოპულარული ფორმატი, შეუძლია შეკუმშული გამსოახულების შენახვა ისე, რომ არ დაკაარგოს გამოსხულების ხარისხი არაუმეტს 256 ფერში. იგი შეიმუშავეს 1987 წელს ფირმა CopmServere ქსელში რასტრული გამოსახულების გადასაცემად.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს ზუსტად გავეცნოთ ინფორმაციას გარაფიკული გამოსახულების შესახებ, ამისათვის, კი ძირითადი გამოსახულების ფანჯრის მენიუში Image, ავირჩიოთ Image Propertis, გამოსულ ფანჯარაში კი შეგვიძლია დეტალური ინფორმაცია მივიღოთ გრაფიკული გამოსახულების შესახებ.
პროგრამა Gimp-ს შეუძლია შეკუმშოს გრაფიკული ფაილები, შეგიძლიათ ერთდროულად შეინახოთ გრაფიკული გამოსახულება არქივში, ისე რომ მან დაიკავოს ნაკლები ადგილი, ხოლო შემდეგ კი გახსნათ შეკუმშული გამოსახულება არქივატორის გარეშე.
Gimp-ი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ ფაილების ექსპორტირება სხავდასხვა ფორმატით, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ, რომ ერთადერთი ფორმატი, რომელიც ინახავს სრულ ინფორმაციას დამატებული ფენების, გამჭვირვალობის და ა.შ ეს არის მისი მშობლიური ფორმატი XCF, სხვა ნებისიერი ფორმატი ინახავს მხოლოდ გამოსახულების გარკვეულ თვისებებს დანარჩენს კი კარგავს. სურათის ექსპორტი არ ცვლის სურათას, ასე რომ ექსპორტის დროს საშიშროება მისი დაკარგვისა არ არის.
JPEG ფორმატი გამოიყენება გამოსახულების ექსპოტრებისათვის, ის ფართოდ გავრცელბული ფორმატია, იმიტომ, რომ ის კუმშავს გამოსახუელბას ძალიან ეფექტურად და მინიმუმამდე დაყავს ხარისიხის ცვლილება, სხვა არც ერთი ფორმატი ამ კუთხით მასთან ახლოსაც ვერც მივა, მენიუს ზოლზე file და ავირჩიოთ Save Export As…, გამოსულ ფანჯარაში Quality განსაზღვრავს გამოსახულების ხარისხს, თუ მოვნიშნავთ Show preview in image window, მაშინ ფენების ფანჯრაში შესაძლებელია ამ გამოსხულების დანახვა, დამატებით ფუნქციებში კი,
Optimize ენტროფიის კოპირებული პარამეტრები გაერთიანდება, იგი შეამცირებს ფაილის ზომას, თუმცა მოითხვს ბევრ დროს.
Progresive_ამ პარამეტრის არჩევის დროს გამოსახულება ინახება ისე, რომ დაბლსიჩქარიანი ინტერტეტით მისი ბრაუზერის ფანჯარაში ჩატვირთვის დროს, გამოსახულება გამოდის ნაწილებად.
Save Exif data_ ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული JPEG-ს ფაილები შეიცავენ დამატებით ინფორმაციას, მათ მონაცემებს ქვია EXIF.
Save thumbnail: ეს პარამეტრი ინახავს გამოსახულების პიქტოგრამას.
Save XMP data: ეს არის EXIF ფორმატის კონკურენტი, თუ ავირჩევთ ამ პარამეტრს, მაშინ მეტამონაცმები შეინახება XMP ფაილად.
Use quality settings from original image: თუ გამსოსხულების ჩატვირთვის დროს გარკვეული ხარისხის პარამეტრები მიბმული იყო მასზე, ეს პარამეტრი საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას იგი სტანადარტულის ნაცვლად.
Smoothing: ამ პარამეტრის გამოყენებით შესაძლებელია გამოსახულების შემცირება შენახვისას, თუმცა გაითვალისწინეთ, გამოსახულება შეიძლება გამოვიდეს ბუნდოვანი.
Use restart markers: გამოსახულება ჩაიტვირთბა სეგმენტებად.
Subsampling: ადამინის თვალი განსავავებულად მგრძნობიარეა სხვადასვა ფერებისადმი, შეკუმშვის დროს შესაძლებელია განსხვავებული ფერის მიღება, რომელსაც თვალი ისე აღიქვამს როგორც ერთ ფერს
DCT method: დისკრეტული კოსინუს გარდამქმნელი, ეს არის პირველი ნაბიჯი JPEG-ს შეკუმშვის ალგორითმით.
Comment: აქ შეტანილი ტექსტი (კომენატრები) კი შეინახება გამოსახელებასთან ერთად.
მაშ ასე, სასურველი პარმეტრების გაწერის შემდეგ ავირჩიოთ Exsport.