GIMP_გრაფიკული რედაქტორი
00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36
00:02:16
00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36
00:02:16
GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის.
GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
GIMP გააჩნია გამოსახულების არეს მონიშვნის ძლიერი ისნტრუმენტები, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მართკუთხა, ელიფსური და თავისუფალი მონიშვნა, ასევე შესაძლეებლია ფერით მონიშვნა, ხოლო ინსტრუმენტს „ჭკვიანი მაკრატელი“ შეუძლია მონიშნოს ფიგურები ფერების ამოსაცნობად, რაც ძალიან მოსახერხებელია. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ფერების კორექტირება, ის საშულებას აძლევს მომხმარებელს დაარეგულიროს ფერებთა ბალანსი ...
განვიხილოთ ინსტრუმენტები, მართკუთხა მონიშვნა და ჩასხმა.
ძირითად ფანჯარაში რომელიმე ინსტუმენტის ასარჩევად საჭიროა ზედ მაუსის მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება, მიაქციეთ ყურადღება, ამა თუ იმ ინსტრუმენტის არჩევის შემდეგ ინსტუმენტების ოდნავ ქვემოთ ხდება ცვლილება არჩეული ინსტრუმენტის ტიპების მიხედვით.
იმისათვის, რომ მოვნიშნოთ სასურველი არეალი ჯერ დავაწკაპუნოთ ინსტუმენტზე მართკუთხა მონიშვნა, შემდეგ კი მაუსის მაცხენა ღილაკზე თითის აუღებლად საწყისი წერტილიდან გადავაადგილოთ ბოლო წერილისაკენ, შესაძლებელია მონიშნული არე შევცვალოთ, რომელიმე კუთხესთან მივიტანოთ მაუსი და გადავაადგილოთ სასურველი მიმართულებით.
ფერის ჩასასზმლად კი, ავირჩიოთ ინსტრუმეტი ჩასხმა Bucket Fill, დავაწკაპუნოთ ინსტრუმენტზე Foreground&Background წინა და უკანა ფონი, გამოსულ ფანჯარაში მნიშვნელოვანია განხვსაზღვროთ ფერის პარამეტრები და ფერის ციფრული გრადაცია.
გრაფიკული გამოსახულების ან ვებ გვერდის დიზაინის შექმნის დროს დიდი უნარი და გამოცდილებაა საჭირო, იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ ფერები, ამის გაკეთება კი არც ისე მარტივია და ამავე დროს მოითხოვს ძალიან დიდ დროს.
ფერის მოდელი არის, მათემატიკური მოდელი რომელიც აღწერს ციფრების კორტეჟს (შემდგარს როგორც წესი სამი, იშვიათად კი ოთხი მნიშვნელობისგან) და ეწოდება ფერის კომპონენტები ან ფერის კოორდინატები. მოდელის მიერ დანიშნულ ფერის ყველა დასაშვებ მნიშვნელობას განსაზღვრავს ფერების სივრცე.
ფერის მოდელი, როგორც წესი გამოიყენება ფერის შენახვისა და დამუშავების დისკრეტიული (ციფრული) ფორმისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მის წარმოდგენას კომპიუტერში.
ფერის მოდელები შესაძლებელია დავყოთ კლასიფიკაციად მიზნებიდან გამომდინარე:
L*a*B_ თანაბარკონტრასტული ფერების სივრცე.
RGB -სადაც ფერი მიიღება შავი ფერის დამატებით.
CMY, CMYK_ თეთრი ფურცლიდან საღებავების გამოკლებით მიღებული ფერები.
მოდელები ფერის ინფორმაციის კოდირებისათვის ვიდეოსა და სურათის შემკუმშვის დროს.
მოდელები, სადაც ფერის შესაბამისობა წარმოდგენილია ცხრილის სახით.
ახლა კი განვიხილოთ ხშირად გამოყენებული ფერის მოდელი RGB. აბრევიატურა ინგლისური სიტყვებისა Red, Green, Blue_წითელი, მწავნე და ცისფერი, როგორც სახელწოდებიდან ჩანს ის შედგება წითელი, მწვანე და ცისფერი ფერებიდან, რომლებიც წარმოქმნიან ძალიან ბევრ შუალედურ ფერს.
მთავარი, კი რაც უნდა გვახოსოვდეს, RGB ფერის მოდელი გულისხმობს, რომ ყველა ფერების პალიტრა ლაგდება ნათელი წერტილებისაგან. ფურცელზე, მაგალითად, შეუძლებელია გამოსახო ფერი ფურცელზე RGB მოდელით, რადგან ფურცელი ფერს შთანთქვას. სასურველი ფერი კი შეიძლება მიიღო საწყისი შავი ფერის დამატებით.
HSB ან HSV ფერის მოდელი, პრინციპში არის RGB-ის ანალოგია, ის დაფუძნებულია მის ფერებზე მაგრამ განსხვადება კოორდინატთა სისტემებით. აქ ნებისმიერი ფერი ხასიათდება ტონით (HUE), ინტენსივობით (Sturation) და სიკაშკაშით (Brightness).
ტონი (HUE) , ეს რეალურად ფერია, ინტესივობა (Sturation) ფერზე თეთრი საღებავის დამატების პროცენტულობა, სიკაშკაშე (Brightness) შავი საღებავის დამატების პროცენტული მაჩვენებელია. მაშ, ასე HSB ეს არის სამ არხიანი ფერადი მოდელი. ნებისემერი ფერი აქ მიიღება ძირითად სპექტრზე შავი და თეთრი ფერების დამატებით. ის არ წარმოადგენს მკაცრ მათმატიკურ მოდელს, ფერის ღწერილობა მასში არ ემთხვევა იმ ფერებს რასაც აღიქვამს თვალი.
ავირჩიოთ სასურველი ფერი, შემდეგ კი მაუსის მარცხენა ჩავაწკაპუნოთ მონიშნულ არეში, როგორც ხედავთ არეალი რომელიც მონიშნული იყო ფერი შეიცვალა, მოვნიშნოთ ისევ თავიდან სასურველი არე, ვირჩევთ მართკუთხა მონიშვნის ინსტურმენტს, ამ ინსტუმეტს გააჩნია მონიშვნების რადენიმე რეჟიმი, ნაგულისხმევად არჩეულია Replace the current selection არსებული მონიშნულის შეცვლა, არის ასევე რეჟიმი Add to the current selection მონიშვების ჩამატება, Subtract from the current selection მონიშვნების გამოკლება და Intersect witch the current selection
ავირჩიოთ რეჟიმი Add to the current selection მონიშვების ჩამატება, შედეგ მოვნიშნოთ და დავამატოთ რამდენიმე არე და განვახორციელოთ ფერის ჩასხმის ოპერაცია.
როდესაც არჩეულია მართკუთხა მონიშვნა, ინსტრუმენტების დაბლა გააქტიურდება პარამეტრების ველი, თუ ჩავრთავთ ალამს Feather edges, მაშინ ფერს შეიცვლის მონიშნული მხარე, არჩეული სისქის შესაბამისად.
თუ ავირევთ Rounded corners, მაშინ აქ რადიუსის მომატების შესაბამისად მომრგვალდება მონიშნული არეალის კუთხეები.
ჩავრთოთ ალამი Expand from center, ამ შემთხევვაში შევძლებთ მოვნიშნოთ არეალი შუიდან, თუ ავირჩევთ Fixed, შესაძლებელია დავაფიქსიროთ მხარეთა ფიქსირებული შესაბამისობა სიგანის, სიმაღლის ან ზომის მიხედვით. შევქნათ ახალი მონიშვნა და ჩავასხათ ფერი.
გადავხედოთ ჩასხმის პარამეტრებს, რეგულატორი გაუმჭვირვალეს დახმარებით გაუმჭვირვალე ფერის ჩასმას, მოვნიშნოთ ახალი არეალი, ავირჩიოთ სასურველი ფერი, შემდეგ კი რეგულატორის დახმარებით შევავსოთ სასურველი ფერის მიღებამდე, ბოლოს კი დავაწკაპუნოთ მაუსი მონიშნულ არეალში.
თუ ავირჩევთ FB color, ფერი შეეცვლება წინა მხარეს
BG color - უკანა ფონის ფერი
გარდა ფერებისა, მონიშნულ კვადრატში შესაძლებელია ჩავსვათ სხვადასვა ტექსტურა, ამისათვის მოვნიშნოთ Pattern fill.
ფერის შესახებ დამატებითი პატამეტრებს შეგიძლიათ გაეცნოთ გამოსახულების ფანჯრის მენიუს ზოლზე, ჩანართში Color.