GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
შესაბამისი არეების მონიშვნის ინსტრუმეტი Fuzzy Select, მისი საშუალებით შესაძლებელია იმ ობიექტის ნაწილის მონიშვნა რომელაც აქვს ერთი და იგივე ფერი, დავაწკაპუნოთ მაუსის მაჩვენებელი, შემდეგ კი დავაწკაპუნოთ გამოყოფილ გამოსახულებაზე, რომელიც მოინიშნება, თუ ავირჩევთ რეჟიმს დაამატე მონიშვნა, მაშინ მოინიშნება ის ადგილები, რომელიც ვერ მოინიშნა, ხოლო, რეჟიმი გამოაკელი მონიშვნა Subtract from the current selection, მაშინ გაუქმდება ის მონიშვნა, რომელიც არასწორად განვახორციელეთ მონიშვნის დროს, თუ აღვნიშნავთ გამოყავი გაჭვირვალე ობიექტები select transparent area, მაშინ გამოყოფს გამჭვირვალე ობიეტებს, ნაგულისხმევად ეს პარამეტრი აქტიურია. რაც შეეხება კოპირებას, უნდა დაკოპირედეს აუცილებლად ობიექტი, ამისათვის მენიუს ზოლზე Select და ვირჩევთ Invert, შემდეგ Edit და Copy და Paste-ჩავსვათ სასურველ პროექტში. რაც შეეხება ინსტრუმენტს _მონიშვნა ფერის მიხედვით/ Select by color იგი წარმოადგენს ანალოგს ინსტუმეტისა შესაბამისი არეების მონიშვნა , განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ფერის არჩევის შემდეგ მოინიშნება არჩეული ფერის არეალი მთლიანდ. ინსტრუმენტი მონიშვნა ფერის მიხედვით მონიშნავს არეალს, რომლებიც შეიცავენ მსგავს ფერებს. იგი მუშაობს დაკავშირებული არეალების მონიშვნის მსგავსად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ინსტრუმენტი „დაკავშირებული არეალების მონიშვნა“ ნიშნავს დაკავშირებულ არეალებს, ხოლო ამ ინსტრუმენტს შეუძლია მონიშნოს მრავალი არეალი რომლებიც არ ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ აქვთ მსგავსი ფერები. მიღებული მონიშვნა არ შეიძლება გადაადგილდეს ამ ინსტრუმენტით.

ახალი დამატებული