GIMP_გრაფიკული რედაქტორი

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის. GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავ ინსტრუმენტებს კადრირება, ბრუნვა, მასშტაბი, არეკვლა და პერსპექტივა, ინსტრუმენტი კადრირება/Crop, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულებიდან ამოვჭრათ არასაჭირო ნაწილი, ამისათვის ბუნებრივია ვირჩევთ გამოსახულებას, შემდეგ დავაწკაპინოთ ღილაკზე Crop, მოვნიშოთ ის არე რომლის დატოვებაც გვინდა, მონიშვნის დროს თუ სხვა ადგილები მოვნიშნეთ, შეგვიძლია დავარედაქტიროთ და ბოლოს კი მაუსი დავაწკაპუნოთ მონიშულ ველში ან კლავიატურიდან Enter. ინსტრუმენტი Shear/ბიჯი, მისი საშუალებით შესაძლებელია გამოსახულების დახრა X და Y ღერძის მიმართ, ავირჩიოთ გამოსახულება, შემდეგ დავაწკაპუნოთ ინსტუმენტზე Shear/ბიჯი, ობიექტზე დაწკაპუნებისთანავე გამოვა ფანჯარა სადაც შესაძლებელია განვსაზღვრავროთ მაგნიტუდა X და Y ღერძის მიმართ, შემდეგ კი _ Shear. ინსტრუმეტი მასშტაბი/ Scale, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დავარეგულიროთ გამოსახულების მასშტაბი, დავაწკაპუნოთ ინსტუმენტზე, შემდეგ ობიექტზე, დაწკაპუნებისას გამოსულ ფანჯარაში შევცვალოთ ობიექტის სიგანე და სიმაღლე, ბოლოს კი შესრულების დასაფიქსირებლად ავირჩიოთ Scale ინსტუმენტის საშუალებით შესაძლებელია გამოსახულების დატრიალება სარკისებურად, ავირჩიოთ ინსტუმენტი მასზე დაწკაპუნებით, შემდეგ კი დავაწკაპუნოთ ობიექტზე, აქვე შეგვიძლია მივუთითოთ ჰორიზონტალურად მოხდეს არეკვლა თუ ვერტიკალურად. ინსტრუმენტი Perspective/პერსპექტივა, იგი გამოიყენება აქტიური ფენის პერსპექტივის შესაცვლელად, დავაწკაპუნოთ Perspective ინსტუმენტზე, შემდეგ ვაწკაპუნებთ ობიექტზე, ჩავეჭიდოთ ობიექტის კუთხებს და გადავაადგილოთ, თანმხლებ დიალოგურ ფანჯარაში კი შესაძლებელია გავეცნოთ ინფორმაციას ტრანსფორმირებული მატრიცის შესახებ. ბოლოს ავირჩიოთ Transform.

ახალი დამატებული