GIMP_გრაფიკული რედაქტორი
00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36

00:04:34
00:03:31
00:03:24
00:02:45
00:02:53
00:01:20
00:02:18
00:02:26
00:00:43
00:01:24
00:02:18
00:12:36

GMIP წარმოდგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას და ვრცლედება თავისუფალი ლიცენზიით. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გამოსახულებების დასამუშავებლად, როგორც სამოყვარულო ასევე ნახევრად პროფესიონლური სამუშაობისათვის, მაგ. სურათების დამუშავება, გრაფიკული კომპოზიციებისა და კოლაჟებს, ასევე ვებ გვერდის ელემენტების შექმნისათვის.
GMIP_ი თავისი შესაძლებლობით საშუალებას აძლევს მომხმარებელს გვერდი აუაროს რასტრული გრაფიკისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ პროგრამებს.
ამ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ ფილტრებზე, მის გამოყენებაზე, ასევე შევქმნი მარტივ ანიმაციას.
ფილტრის გამოძახების ბრძანება არის გამოსახულების ფანჯრის მენიუ _ფილტრი, აქ არსებული ყველა ბრძანება (გარდა პირველი სამისა) _არის სხვადასხვა ეფექტების გამოძახებისათვის, თუ თქვენ თუ უკვე დაყენებული გაქვთ წინასწარ ფილტირს დამატებები, მაშინ შესაძლებელია მენიუ _ფილტრი განსხვავდებოდეს საწყისი მდგომარებისაგან.
ვიდრე დაწვრილებით განვიხილავდე ფილტრებს, მინდა ყურადღება გავამახვილო მის წინასწარი დათავლიერების ფანჯრებზე, პრქტიკულად, ყველა ფილტრს აქვს მისი ისეთი ფანჯარა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რეალურად დავათვალიეროთ ფილტრის მიერ გამოწვეული ყველა ცვლილება, უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ფილტრი ძალიან ტვირთავს ნაკლები სიმძლავირის კომპიუეტრს, სწორედ ამიტომ ოპცია preview შეიძლება გავთიშოთ, თუმცა მეორეს მხირვ, წიანსწარი დათვალირების რეზჟიმი ძალიან სასრგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გვაძლევს მაშინვე გადავწყვიტოთ გამოვიყენოთ თუ არა ესა თუ ის ფილტრი.
ფილტრი_ Blur, ბუნდოვანი, ამ ფილტრის გამოყენება ხდება ავტომატურად ისე, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში არ გამოდის პარამეტრების ფანჯარა, Blur ფილტრის გამოყენებისას ეფექტი არც ისე დიდია, თუმცა თუ იმისათვის, რომ გამოსახულება მასქიმალურად ბუნდოვანი იყოს, მაშინ აუცილებელია მისირამდენჯერმე გამოყენება. იმისათვის.
იმისათვის, რომ გამოსახულება მაქსიმალურად სწაფად და ეფექტურად დავბუროთ შესაძლებელია გამოვიყენოთ Gaussian Blur. ავირჩიოთ Filters, შემდეგ Gaussian Blur, გამოსულ პარამეტრების ფანჯარაში თუ ყველაფერს დავტოვებთ უცვლელად, ანუ ნაგულისხმევად, მაშინ ამ ფილტირის გამოყენების შედეგი ასეთია.
პარამეტრების ფანჯარაში Blur radius, განსაზღვრავს გამოსახულების ბუნდოვანობას, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. Gimp-ს აქვს ფილტრის ორი ალგორითმი: :IIR და RLE,ეს ალგორითმები იძლივა ერთი და იგივე შედეგს, მაგრამ კონკრეტულ შემთვევაში ერთი შეიძლება უფრო სწრაფი იყოს მეორეზე.
IIR: ნიშნავს „უსასრულო იმპულსური მახასიათებლები“ (Infinite Impulse Response) ეს ტიპი ყველაზე კარგად შეესაბამება დიდი რადიუსის მქონე მნიშვნელობის გამოსახულებას, რომელიც არ არის შექმნილი კომპიუტერით.
RLE: ნიშნავს „ ცვლადი სიგრძის მქონე სტრიქონის კოდირება“ (run-length engoding). RLE ყველაზე კარგად შეეფერება იმ გამოსახულებებს, რომელიც კომპიუტერით არის შექმნილი, ან ისეთი გამოსახულებებისათვის რომელსაც გააჩნია მაღალი ინტენსივობის მქონე არეალი.
ფილტრი-მოძრაობით დაბურვა motion Blur
ამ ფილტრის საშუალებით შესაძლებელია მოძრავი ეფექტის შექმნა, ფილტრი ბურავს მითითებული მიმართულებით გამოსახულების ყოველ წერტილს, შესაძლებელია მოძრაობის ტიპების არჩევა:
ხაზისებური/Linear_ მუშაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, პარამეტრი Lengh/სიგრძე განსაზღვრავს დაბურვის დონეს, ხოლო Angle/კუთხე, განსაზღვრავს დაბურვის მიმართულებას, თუ კუთხე ტოლია 0-ის, მაშინ მოხდება ჰორიზონტალური დაბურვა, ხოლო ვერტიკალური დაბურვისათვის კი საჭიროა კუთხე იყოს 900 .
წრიული/Radial_ ქმნის წრიულ დაბურვას, ეფექტი გავს მბრუნავ მოძრაობას და ბოლოს მასშტაბი, დაბურვა ხდება გამსოახულების ცენტრიდან მისი მხარეებისაკენ. ძირითადა იბურება კითხეები, და ცენტრი კი პრაქტიკულად უცვლელი რჩება, იქმნება მოძრავი ეფექტი გამოსახულების ცენტრში, პარამეტრი სიგრძე/Lenght განსაზღვრას მისი მოძრაობის სიჩქარეს.
ფილტრი Pixselize/ პიქსელიზაცია
გამოსახულებას ხატავს დიდი ფერების ბლოკებად, რაც გამოსახულების გაფართოებას აპარატავებს, ამ ფილტრზე მუშაოაბა ძალიან გავს ტელეგადაცემების დროს გამოყენებულ ეფექტს, როდესაც ადამიანის სახე იფარება ფერადი კვარდატებით.
Pixel widht და Pixel Height აქ შესაძლებელია მივანიჭოთ ბლოკების სიგანე და სიმაღლე, ნაგულისხმევად სიგანე და სიმაღლე სინქრონიზირებულია ერთმანეთთან, თუკი გინდათ, რომ მათი პარამეტრები ერთმანეთისაგან განსხვავებული იყოს, მაშინ ღილაკზე ჯაჭვი დააწკაპუენთ, (ჯაჭვი 2 ნაწილად გაიყოფა).
შერჩევით გაუსური დაბურვა Selective Gaussian Blur
განსხვავებით სხვა ფილტრებისაგან, ეს ფილტრი გამოიყენება მხოლოდ იმ წერტილებისათვის, რომელთა მნიშვნელობაც განსხვავდება მის გარშემო მყოფი მითითებული წერტილებისა. ეს ფილტრი ხშირად გამოიყენება ფონის დასაბურად და ობიექტების გამოსაყოფად წინა პლანზე, რაც გამოსახულებას ანიჭებს სიღრიმის ეფექტს.
ფილტრი_Enhance/გაძლიერება
გამოიყენება გამოსახუელბაში ისეთი დეფექტების მოსახსნელად, როგორიც არის მტვერი, ხმაური.
ფილტრი_Distorts/დამახინჯება
გარდაქმნის გამოსახულებას სხვადასვა მეთოდით.
ფილტრი_Light and Shadow_სინათლე და ჩრდილი
აქ არის სამი ტიპის ჩრდილი, ფილტრი სინათლის ეფექტებისათვის_გამოსახულებას ანიჭებს სინათლის სხვადასხვა ეფექტებს. რამდენიმე სკრიპტი სხვადასხვა სახის ჩრდილებსიათვის და მინის ეფექტი გამოსახუელბას ამახინჯეს ისე, თითქოს მას უყურებთ ლინზით ან მინის ბლოკებით.
ფილტრი_ხმაური/Noise
ამატებს ხმაურს აქტიურ ან მონიშნულ შრეს.
ფილტრი მონიშნული საზღვრები/Edge-Detect
ფილტრი მონიშნული Edge, ეძებენ განსხავებული ფერის საზღვრებს, მას გამოიყენებენ მონიშვნისთვის და სხვა მხატვრული მიზნებისათვის.
ფილტრი_საერთო/Generic
ამ კატეგორიში შედის ფილტრები რომლის კატეგორიზაცია არ არის შესაძლებელი
ფილტრი_გაერთიანება/Generic
ამ კლასში გაერთიანებული ფილტრები ამა თუ იმ მეთოდით აერთიანებენ ორ და მეტ სურათს.
ფილტრი_artistic/ იმიტირებული
ეს ფილტრები ქმნიან ესეთ ეფექტებს, როგორიც არ სი კუბიზმი, ზეთით ფერწერა, ტილოს ეფექტი და ა.შ.
ფილტრი Décor_დეკორი/გაფორმება
ეს ფილტრები ამატებენ დეკორატიულ ჩარჩოებს და სპეციალურ ეფექტებს გამოსახუელბას.
ფილტრი_Map/რუკა
ეს ფილტრი გამოსახუელბის შესაცვლელად იყენებს რუკის ობიექტს.
ფილტრი ვიზუალიზაცია/Render
Gimp-ის ფილტრების უმრაველსობა მუშაობს ფენებზე, მათი შემადგენლობის ცვლილებებზე, მაგრამ Render-ის ჯგუფის ფილტრები მათგან იმით განსხვადება, რომ ისინი ქმნიან ტექსტურებს ნოლიდან. ჩვეულებრივი შედეგი ასეთი ფილტრისა არის ფენის მთლიანი შეცვლა.
ფილტრი Web
ამ ფილტრის ჯგუფში შემავალი ფილტრების მიზანიაა, რომ მოვამზადოთ გამოსახულება ინტერნეტ გვერდისათვის.
ფილტრი Animation
ეს ფილტრები კი ანიმაციების დამხმარეებია, რომლებიც გამოიყენება ანიმაციის ნახვისა და მისი ოპტიმიზირებისათვის.
შევქმნათ მარტივი ანიმაცია, ავირჩიოთ სასურველი გამოსახულება, შემდეგ Filters, Distors და გადავდივარ IWarp. გამოსულ ფანჯრის Settings პარამატრები, მოვნიშნოთ Move და გამოსახულებაზე დაწკაპუნებით გადავადგლოთ ხოლო Grow გაიზრდება გამოსახულება...აქვე არის 2 ველი საიდანაც არეგლირებთ დეოფრმირების რადიუსსა და რაოდენობას. ამავე ფანჯრის ჩანართში Animate, გავაქატიუროთ animate და ავირჩიოთ კადრების რაოდენობა, ანიმაციების რაოდენობა და Ok.
ანიმაციის შესამოწმებლად შევდივართ ისევ Filter, შემდეგ Animation და ავირვიოთ Playback.