მთავარი პორტალის შესახებ კონტაქტი  
 
კორნელის ჩანაწერების მეთოდი
 
კორნელის ჩანაწერების მეთოდი

00:04:07

კორნელის ჩანაწერების მეთოდი ამ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ: რატომ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთება, როგორ ვაწარმოოთ ჩანაწერები კორნელის მეთოდით და როგორ გამოვიყენოთ კორნელის ჩანაწერები კლასში. ჩანაწერები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთესად დამახსოვრებას, ამარტივებს მონაცემებისა და ინფორმაციის დახარისხებას, დამუშავებას. მოსწავლეებს უვითარდებათ დავალებაზე დამოუკიდებლად მუშაობის ტესტისთვის მომზადების უნარები. წერა ხომ არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია სწავლისთვის. როგორ შევქმნათ კორნელის ჩანაწერების ფორმა: გვერდი გაყავით ოთხ ნაწილად, მარჯვენა სვეტის ზომა დაახლოებით სამჯერ დიდი უნდა იყოს მარცხენაზე. გვერდის ზედა ნაწილში შეიტანეთ სახელი და გვარი კლასი თარიღი ასევე დაწერეთ თემის სათაური. მარჯვენა სვეტში გააკეთეთ ჩანაწერები: საკვანძო სიტყვები მნიშვნელოვანი სახელები ან თარიღები დიაგრამები და სურათები ფორმულები და სხვა. მარცხენა სვეტში დაწერეთ ძირითადი იდეები, დაწერეთ შეკითხვები. იდეებს შორის გამოტოვეთ ადგილი რომ ვიდეოს განმეორებით ყურებისას ჩაამატოთ იდეები შეგიძლიათ გამოიყენოთ აბრევიატურები, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენ ის გესმით. ქვედა სტრიქონზე გააკეთეთ მოკლე შეჯამება. ჩაწერებისა გაკეთება შეგიძლია ლექციის მოსმენისას; სახელმძღვანელოს წაკითხვისას, ვიდეოს ყურებისას, აქტივობაში მონაწილეობისას, ჯგუფური დისკუსიისას. ჩაწერების გაკეთებისას შეგიძლია პერეფრაზირება გაუკეთო საკუთარ სიტყვებს, დატოვე ადგილი შემდგომი ჩასწორებისთვის, გამოიყენე აბრევიატურები ან სიმბოლოები, დაწერე ფრაზები, გამოიყენე ფერები, ჩაიწერე მხოლოდ მნიშვნელოვანი საკვანძო ინფორმაცია, გამოიყენე დიაგრამები და ა.შ. კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ჩანაწერები, რომელიც მოთავსებული გაქვთ მარჯვენა სვეტში. მარცხენა სვეტში შეგიძლიათ კითხვები დაწეროთ თემის ირგვლივ. აუცილებელია მაღალი სააზროვნო უნარების მქონე კითხვების დასმა ბლუმის ტაქსონომიიდან მესამედან მეექვსე დონე, ცოდნის გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. კითხვები შეიძლება გამოხატავდეს რა ვერ გაიგეთ ან გინდა რომ განიხილოთ მასწავლებელთან, ტრენერთან ერთად. მოკლე შეჯამებაში დაწერეთ ერთი-ორი წინადადება კითხვაზე, რომ სცემდეს პასუხს ვინმეს რომ ვუხსნიდე ამ თემას რას ვეტყოდი?
 
nmarghishvili@gmail.com