google+ & hangouts განათლებაში
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
google+ წარმოადგენს კომპანიის მეოთხე მცდელობას სოციალური ქსელის შექმნის საქმეში, 2004 წელს დაანონსებული იქნა google orkut, მან მოიპოვა საკმარისი პოპულარობა, მაგრამ შემქმნელების მხრიდან არასაკმარისი ყურადღებისა და ნელი ინტერფეისის გამო ვერ მოახერხა ბაზარზე დამკვიდრება. სოციალური ქსელების განვითარების კუთხით google-ს შემდგომ მცდელობას წარმოადგენდა ტექნოლოგია google friend connect, რომელიც იძლეოდა სოციალური ფუნქციების საკუთარი საიტისათვის დამატების საშუალებას პროგრამირების ცოდნისა და გამოყენების გარეშე, თუმცა ვერც ამ ტექნოლოგიამ მოიპოვა პოპულარობა და 2011 წელს კომპანიამ გამოაცხადა ამ პროექტის დახურვის შესახებ. 2010 წელს დაანონსებული იქნა gmail-ში ინტეგრირებული სოციალური ქსელის ინსტრუმენტი google buzz. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო შეტყობინებების, ბმულების, ფოტოგრაფიებისა და ვიდეოების მეგობრებისა და მომხმარებელთა განუსაზღვრელი წრისთვის გაზიარება, გავრცელება, თუმცა 2010 წელს დაწყებული სასამართლო დავების შემდეგ, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა მომხმარებლების, მათი თანხმობის გარეშე, სოციალურ ქსელში გაწევრიანების და მათი კონტაქტების გამოყენების საკითხს - 2011 წელს გამოცხადდა google buzz-ის დახურვის შესახებ. 2011 წლის 28 ივნისს კორპორაციამ გამოაცხადა სოციალური ქსელი google+-ის გაშვების შესახებ. მომხმარებელთა თავისუფალი რეგისტრაცია დაიწყო 2011 წლის 21 სექტემბრიდან. რაც შეეხება ჩვენს მიერ განსახილველ მეორე პროდუქტს, კერძოდ hangouts, იგი წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განკუთვნილია შეტყობინებების სწრაფი გაცვლისათვის და ვიდეო კონფერენციებისათვის, იგი გამოშვებული იქნა 2013 წლის 15 მაისს და ცვლის შეტყობინებების გაცვლის სამ სისტემას როგორებიცაა: google talk, google+ ჩეთი და google+–ის ვიდეო ჩეთების სერვისი, ასევე youtube-ზე ონლაინ ტრანსლაცია. შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში შეძლებისდაგვარად სრულად იქნება განხილული ორივე საინტერესო პროდუქტის მუშაობის სპეციფიკა და შესაძლებლობები. მადლობა ყურადღებისათვის.