google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
იმ შემთხევაში თუ არ გაგვაჩნია google-ს ექაუნთი ვერ შევქმნით ჩვენს გვერდს google+-ზე, ამიტომ საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია შემდეგი მეთოდით: შევდივართ საიტზე plus.google.com, ვაწკაპუნებთ ღილაკზე sign in ანუ შესვლა, აღმოვჩნდებით ერთიანი ექაუნთის გვერდზე და შესაქმნელად ვაწკაპუნებთ ღილაკზე create account (ექაუნთის შექმნა). საჭიროა ყურადღებით შევავსოთ გამოსული ფორმა, ვინაიდან აქ შეტანილი მონაცემები ერთანია google–ს ყველა პროდუქტისათვის და ასევე უნებლიე შეცდომებმა, მაგალითად სახელის და გვარის მითითებისას, შესაძლებელია წარმოშვას გარკვეული გაუგებრობა და შეუსაბამობა მომავალში. პირველ ორ ველში შეგვყავს სახელი და გვარი, შესაძლებელია ქართულადაც, შემდეგი ველი განკუთვნილია ელექტრონული ფოსტის მისამართის მისათითებლად, იგი უნდა ავირჩიოთ ისე, რომ არ მოხდეს დამთხვევა სხვა პირის მიერ უკვე რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის დასახელებაზე, აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია მისამართის აკრეფის შემდეგ კლავიატურის tab ღილაკზე დაწკაპუნებით ან მაუსის საშუალებით სხვა ველში გადასვლის შემდეგ, დამთხვევის შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, კომპიუტერს გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება და გვთავაზობს მისამართის შეცვლას. მოვიფიქროთ და შევიტანოთ შესაბამისი პაროლი, მინიმუმ 8 სიმბოლო. შეცდომის გამორიცხვის მიზნით ამ ველში საჭიროა შევიტანოთ ზემოთ შეტანილი პაროლი განმეორებით. მივუთითოთ დაბადების თარიღი, სქესი, მობილური ტელეფონის ნომერი. ამ ველში სასურველია ჩავწეროთ სხვა, ჩვენს სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, დავამტკიცოთ, რომ არ ვართ რობოტი, კერძოდ შევიტანოთ სურათზე მოცემული რიცხვები ქვემოთ მოცემულ ველში. შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი ადგილმდებარეობა, ან შევცვალოთ სასურველით. აუცილებელია დავეთანხმოთ სერვისის გამოყენებისა და კონფედენციალურობის პოლიტიკას და დავაწკაპუნოთ ღილაკზე next step (შემდეგი ნაბიჯი), თუ ფორმა შევსებულია შეცდომების გარეშე, გადავალთ რეგისტრაციის შემდეგ გვერდზე, ხოლო თუ დაშვებული გვაქვს რაიმე შეცდომა შეცდომით შევსებული ან შეუვსებელი ველის ქვემოთ წითლად იქნება გამოტანილი შეტყობინება შეცდომის მითითებით, ვასწორებთ მას და განმეორებით ვაწკაპუნებთ შემდეგი ნაბიჯის ღილაკზე. საჭიროა ჩვენი ექაუნთის ვერიფიკაცია, ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ უკვე მითითებული ტელეფონის ნომერზე გამოიგზავნება ტექსტური შეტყობინება ვერიფიკაციის კოდით, დავაწკაპუნოთ ღილაკზე coutunue, დაველოდოთ ტელეფონზე მესიჯის შემოსვლას და ავკრიფოთ მასში მოცემული სიმბოლოები, დავაწკაპუნოთ ღილაკზე continue (გაგრძელება), უკვე შესაძლებლობა გვაქვს ვისარგებლოთ სასურველი სერვისით. როგორ განვახორციელოთ პირველი შესვლა სოციალურ ქსელში განვიხილოთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში.

ახალი დამატებული