google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
მას შემდეგ რაც გავიარეთ რეგისტრაცია google+–ს გვთავაზობს შევუერთდეს მას, ვაწკაპუნებთ ღილაკზე join google+, საიტი გვთავაზობს შევცვალოთ ან უცვლელად დავტოვოთ ჩვენს მიერ ექაუნთის რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები კერძოდ სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, შეგვიძლია ავირჩიოთ პროფილის სურათი, შეგვიძლია შევცვალოთ საიტის ენაც და გადავიდეთ შემდეგ გვერდზე, აქ უკვე შესაძლებელია მეგობრების მოძებნა და დამატება, თუმცა ეს მოქმედება შესაძლებელია განვახორციელოთ მოგვიანებითაც, ამიტომ დავაწკაპუნოთ ღილაკზე continue (გაგრძელება), ამ ნაწილსაც შეგვიძლია დავუბრუნდეთ მოგვიანებით, დავაწკაპუნოთ გაგრძელების ღილაკზე და დაგვრჩა მესამე ნაწილი, ავირჩიოთ ფოტოსურათი, სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის გამარტივებისათვის საჭიროა სრულად და სწორად შევავსოთ საჭირო ინფორმაცია ინფორმაცია სამუშაო ადგილის და დაკავებული თანამდებობის შესახებ, რომელი სკოლა დავამთავრეთ და როდის, სად ვცხოვრობთ ამჟამად და დავაწკაპუნოთ დასრულების ღილაკს, სტანდარტულად იტვირთება google+–ის კლასიკური ინტერფეისი, თუმცა გამოტანილი ფანჯარა გვატყობინებს, რომ მწარმოებლის მიერ შექმნილია ახალი, უფრო დახვეწილი, სწრაფი და მარტივი ინტერფეისი და გვთავაზობს მასზე გადასვლას, რა თქმა უნდა ვეთანხმებით ღილაკზე lets go დაწკაპუნებით და ესეც ჩვენი google+-ის სოციალური ქსელის გვერდი, როგორც ვხედავთ, შეტყობინებების გამოსახულება გვამცნობს, რომ მიღებული გვაქვს ერთი ახალი შეტყობინება, შევამოწმოთ, საიტი გვატყობინებს, რომ საჭიროა დავასრულოთ მუშაობა ჩვენს პროფილზე, გავამდიდროთ იგი ინფორმაციით, რათა სხვა მომხმარებლებისათვის ადვილი გახდეს ჩვენი მოძებნა, ინფორმაციის მიღება ჩვენს ინტერესებზე და საბოლოო ჯამში რეალური და მოქნილი გახდეს ჩვენი გვერდი. გამოტანილი ფანჯარა გვთხოვს მივუთითოთ ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ჩამოსაშლელი მენიუდან შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი სტატუსი - დაოჯახებული, განვსაზღვროთ ვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამის შესახებ: იყოს იგი საზოგადო თუ ხელმისაწვდომი მხოლოდ გარკვეული წრისათვის, შევინახოთ და გავაგრძელოთ. შევავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, აქაც შესაძლებელია განვსაზღვროთ ვისთვისაა ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვის, თუ შეზღუდული წრისათვის, შევინახოთ და გავაგრძელოთ. ფანჯარა გვატყობინებს, რომ ჩვენი პროფილი შევსებულია ასი პროცენტით, დავაწკაპუნოთ დასრულების ღილაკს. იმისათვის რომ განვახორციელოთ გვერდიდან გამოსვლა საჭიროა დავაწკაპუნოთ ჩვენს მიერ არჩეული პროფილის გამოსახულებაზე და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ sign out გამოსვლა, მადლობა ყურადღებისათვის, შემდგომ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ საიტის ინტერფეისს.

ახალი დამატებული