google+ & hangouts განათლებაში
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
როგორც უკვე აღინიშნა google+ წარმოადგენს შედარებით ახალ, მაგრამ უკვე გიგანტურ სოციალურ ქსელს კომპანია google-სგან. დარწმუნებული ვარ თქვენთვის უკვე ცნობილია სოციალური ქსელების ისეთი საიტები, როგორებიცაა: facebook, twitter, одноклассники, вконтакте და ასე შემდეგ. ყველა სოციალური ქსელი გათვალისწინებულია მომხმარებლების სოციალური აქტივობების ხელის შესაწყობად, საკუთარი საინფორმაციო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სოციალური კონტაქტებისათვის, უბრალოდ გასართობად და ასე შემდეგ, თუმცა მათ შორის ბუნებრივია არსებობს მცირე განსხვავებები, რომლებიც უნიკალურს ხდის კონკრეტულ სოციალურ ქსელს. მომხმარებელს ეძლევა საშუალება აირჩიოს მისთვის და მისი საქმიანობისათვის უფრო მისაღები და მოხერხებული სოციალური ქსელი, ან უბრალოდ დარეგისტრირდეს ყველა მათგანში. ამ ვიდეო გაკვეთილში შევეცდები ყურადღება გავამახვილო სოციალური ქსელის google+–ის შესაძლებლობებზე და ასევე მისი მთავარი გვერდის ინტერფეისზე. მაშ ასე, სოციალურ ქსელში შესასვლელად, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბმული plus.google.com, შეგვაქვს ჩვენი მონაცემები და აღმოვჩნდებით მთავარ გვერდზე. სოციალური ქსელი google+–ის ძირითადი მახასიათებლებია: კოლექციები – ჩვენი საკუთარი პოსტების, სტატიების სხვადასხვა თემატურ კოლექციაში გაერთიანება, ანუ კონკრეტული თქვენს მიერ არჩეული თემების მიხედვით განაწილება. საზოგადოება – ეს არის მომხმარებლების გაერთიანება საერთო ინტერესების მიხედვით. შესაძლებელია მივეურთდეთ ერთი საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებას, იხილოთ და ასევე განათავსოთ პოსტები თემასთან დაკავშირებით. წრეები – მომხმარებლების წრეებს შექმნის შესაძლებლობა google+-ის ალბათ ყველაზე მთავარ შემადგენელს წარმოადგენს, წრეები გვაძლევს საშუალებას გავაერთიანოთ მომხმარებლები ერთი საერთო დასახელების ქვეშ, მაგალითად ოჯახის წევრები ჩავსვათ ერთ წრეში, მეგობრები მეორე წრეში, თანამშრომლები მესამეში და ასე შემდეგ, წრეები დაგვეხმარება ჩვენი სტატიების კონკრეტული პირებისათვის გაზიარებაში და ამასთანავე აღნიშნული სტატია არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისათვის, რომელთაც სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეთ. Google+–ის ფუნქციონალი ბუნებრივია უფრო დეტალურად განხილული იქნება შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში, რაც შეეხება google+-ის მთავარი გვერდის ინტერფეისს, როგორც ხედავთ იგი არ არის გადატვირთული, არის მსუბუქი და მარტივი. ზემოთ განლაგებულია google-ს პანელი ძებნის ველით, მარცხენა მხარეს მენიუს ღილაკზე დაწკაპუნებით იკეცება და იშლება ძირითადი ელემენტების პანელი, საიტის დანარჩენ ნაწილს იკავებს სიახლეების ლენტი, რომელიც მსგავსია ყველა სოციალური ქსელისათვის და განკუთვნილია სიახლეების, პოსტების გამოსატანად, იგი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ერთი ან რამდენიმე სვეტის მეშვეობით, რაც დამოკიდებულია არჩეული მონიტორის ზომაზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოტანილია ღილაკი ფანქრის გამოსახულებით, რომელიც გვაძლევს ახალი სტატიის, პოსტის შექმნის საშუალებას, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში გამოტანილი წარწერა back to classic google+ (google+-ის კლასიკურ ვერსიაზე დაბრუნება) გვაძლევს საშუალებას გადავერთოთ google+-ის მოძველებულ ინტერფეისზე, რომელიც ბუნებრივია აღარ არის აქტუალური და არ იქნება განხილული ვიდეო კურსის ფარგლებში. იმისათვის, რომ დავბრუნდეთ google+-ის ახალ ინტერფეისზე საკმარისია დავაწკაპუნოთ ღილაკზე let’s go, როგორც ხედავთ დავუბრუნდით ახალ ინტერფეისს. მადლობა ყურადღებისათვის.