google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
ნებისმიერ სოციალურ ქსელში, მათ შორის google-ს სოციალურ ქსელში სამუშაოდ აუცილებელია დავამყაროთ ვირტუალური კონტაქტები ადამიანებთან, ფართოდ გავრცელებული ტერმინი რომ გამოვიყენოთ დავიმეგობროთ ისინი. სანამ გადავალთ არსებითზე, მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ საკითხი განხილული იქნება სოციალური ქსელის ორი მომხმარებლის – ახლად შექმნილი zazagio2016@gmail.com-ის და რამოდენიმე წლის წინ შექმნილი zaza.giorgadze@gmail.com ექაუნთების მაგალითზე. მაშ ასე, განვიხილოთ ადრე შექმნილი ექაუნთის მაგალითზე: კონტაქტების დასამყარებლად გამოიყენება მენიუს პუნქტი people. დავაწკაპუნოთ მენიუს პუნქტზე და გამოსულ გვერდზე, როგორც ვხედავთ, მოცემული გვაქვს ინფორმაცია სამი ჩანართის სახით, ესენია: find people (ადამიანების ძებნა), following (ხელმოწერები), ანუ პირები რომელთა გამოქვეყნებული პოსტები აისახება ჩვენს სიახლეების ლენტზე და followers (ხელმომწერები), ანუ პირები, რომელთა სიახლეების ლენტზეც მოხდება ჩვენი პოსტების ასახვა. ჩანართში find people მოცემულია ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია იცნობდეთ, ამ ადამიანებს საიტი გვთავაზობს ჩვენი google-ს სხვა პროდუქტების კონტაქტებიდან გამომდინარე, მაგალითად gmail-ის ელექტრონულ ფოსტაში არსებული კავშირების ჩანაწერები, მათთან დაკავშირებული ექაუნთები და ასე შემდეგ. იმისათვის რომ მივიღოთ ამ კონკრეტული ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე წვდომა უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკზე follow, ოპერაციის დასრულების შემდეგ ეს ადამიანები გადაინაცვლებენ ხელმოწერების ჩანართში და ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ google+-ის სხვა სოციალური ქსელებისაგან განმასხვავებელი ერთ–ერთი ძირითადი ფუნქცია, კერძოდ ეს მომხმარებლები გავაერთიანოთ წრეებში, აღნიშნულს განვიხილავთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილში. გადავინაცვლოთ ახლად შექმნილ ექაუნთში, ვინაიდან იგი ახალია და არანაირი აქტივობა განხორციელებული ჯერ არ გვაქვს შემოთავაზებების ჩანართი ცარიელია, შესაბამისად გვრჩება მხოლოდ ერთი საშუალება მოვძებნოთ მომხმარებლები ძებნის ველის გამოყენებით. ჩავწეროთ სახელი და გვარი ან ორგანიზაციის დასახელება, თუ ასეთი მომხმარებელი მოიძებნა შესაძლებლობა გვაქვს გადავიდეთ მის პროფილზე, პირად გვერდზე, დავრწმუნდეთ რომ ნამდვილად ამ ადამიანის ან ორგანიზაციის დამატებას ვაპირებთ და დავაწკაპუნოთ ღილაკზე follow, ამის შემდეგ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტები აისახება ჩვენს სიახლეების ლენტზე, აღნიშნული რა თქმა უნდა შესაძლებელია განვახორციელოთ უკვე დიდი ხნის გამოყენებული ექაუნთისთვისაც იმ შემთხვევაში, როცა ჩვენს მიერ საინტერესო პიროვნება ან ორგანიზაცია არ ჩანს ჩანართში find people - იგივე პრინციპით, რომელიც განმარტებული იქნა ოდნავ ზემოთ. სოციალური ქსელი facebook-ისგან განსხვავებით მომხმარებელზე ხელმოწერის გაფორმებისას არ არის საჭირო მისი თანხმობა, თუმცა მასთან, google-ს პანელზე, მიდის შეტყობინება, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა იგი გააწევრიანა კონკრეტულ ჯგუფში. შეტყობინების მიღების შემდეგ მასაც აქვს შესაძლებლობა თვითონაც გააფორმოს ხელმოწერა თქვენს მასალებზე და ამ შემთხვევაში ასეთი მომხმარებლების ასახვა განხორციელდება ჩანართში followers. ძირითადი განსხვავება facebook–ისგან: მომხმარებელთან დასამეგობრებლად არ არის აუცილებელი მისი თანხმობა, მისი პოსტები მაინც აისახება ჩვენს სიახლეების ლენტზე, უბრალოდ თუ იგი არ დაგვიმეგობრდება - არ ექნება საშუალება ჩვენი პოსტების მის სიახლეების ლენტზე ასახვისა. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული