google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
როგორც დასახელება გვატყობინებს ჩანართში ასახულია ინფორმაცია ჩვენს შესახებ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ თქვენ შეგაქვთ ცვლილებები google+-ში მდებარე აღნიშნულ ჩანართში, ისინი ასევე აისახება კომპანია google–ს სხვა პროდუქტებშიც, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ ინფორმაცია თქვენს შესახებ. ჩანართზე გადასვლა შესაძლებელია სახელზე და გვარზე დაწკაპუნებით, ასევე საიტის აღწერილობაზე და რა თქმა უნდა ღილაკზე about დაწკაპუნებით. გამოსულ გვერდზე, ფანქარზე დაწკაპუნებით, შესაძლებლობა გვაქვს დავარედაქტიროთ სქესი, დაბადების თარიღი, ოღონდ გაითვალისწინეთ - მისი რედაქტირება რეალურად ხორციელდება ჩვენს ექაუნთში, რომელიც შევქმენით სოციალურ ქსელში შესასვლელად. ჩეკბოქსის მონიშვნის შემდეგ დაბადების თარიღის და თვის გარდა გამოტანილი იქნება დაბადების წელიც, რომელიც ნაგულისხმევად დაფარულია. შესაძლებლობა გვაქვს მივუთითოთ ან დავარედაქტიროთ საქმიანობა. მონაცემების ფორმირება დასრულებულია, თუ გვსურს ცვლილებების შენახვა ვაწკაპუნებთ ღილაკზე ok, ხოლო თუ გვსურს ცვლილებების გაუქმება შესაბამისად ღილაკზე cancel. ტექსტის მარჯვენა მხარეს მითითებული გამოსახულებები გვამცნობენ თუ ვის აქვს საშუალება იხილოს აღნიშნული ინფორმაცია: private – ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, public - ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, your circles - მხოლოდ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ჩვენს წრეებში, extended circles - გაფართოებული წრეებისათვის, ანუ პირებისათვის, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჩვენს წრეებში გაერთიანებულ პირთა წრეებში და ბოლოს custom - შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული წრე ან მომხმარებელი. მონაცემების ფორმირების დასრულების შემდეგ დავაწკაპუნოთ შესაბამის ღილაკზე. ეს არის მინიმალური ინფორმაცია ჩვენს წესახებ, რომელიც სასურველი იქნებოდა იცოდეს ჩვენს გვერდზე შემომსვლელმა, თუმცა დამატებით, პლიუს ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებელია მივუთითოთ: სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ჩეთის მისამართი, ადგილმდებარეობა. პერსონალური საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, საცხოვრებელი ადგილი, და ბმულები სხვა საიტებზე. მიაქციეთ ყურადღება, პლუს ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებლობა გეძლევათ დაამატოთ აღნიშნული ტიპის სხვა ჩანაწერი, მაგალითად ჩემი facebook-ის პროფილის გარდა შემიძლია დავამატო twitter-ის პროფილი და ასე შემდეგ. მონაცემების შეტანის დასრულების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე ok. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული