google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
ჩვენი პროფილის სხვა დანარჩენი პარამეტრების რედაქტირებისათვის ან ფორმირებისათვის დავაწკაპუნოთ ღილაკზე edit profile (პროფილის რედაქტირება). შეგვიძლია შევცვალოთ გარეკანის სურათი, ავირჩიოთ სასურველი მდებარეობა და დავაწკაპუნოთ ღილაკზე done. შევცვალოთ პროფილის სურათი ანუ ავატარი, აქედანვეა შესაძლებელი გადავიდეთ ჩანართზე ჩვენს შესახებ, მივუთითოთ ჩვენი გვერდის აღწერილობა, რომელიც სასურველია არ იყოს ძალიან გრძელი, შესაძლებელია მითითებული იქნას ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც ჩათვლით საჭიროდ. აქვეა მოცემული თქვენს მიერ შექმნილი თუ გამოწერილი ყველა საზოგადოება, ყველა მათგანი ნაგულისხმევად აისახება თქვენს პროფილზე, თუმცა შესაძლებელია შეცვალოთ აღნიშნული პარამეტრი, გამორთოთ ნებისმიერი მათგანი, ამ შემთხვევაში ინფორმაცია საზოგადოებიდან Instagram აღარ იქნება ხელმისაწვდომი ჩემი პროფილის სტუმრებისათვის. ცვლილებების შესანახად დავაწკაპუნოთ ღილაკზე save ანუ შენახვა, ხოლო მათ გასაუქმებლად, როგორც ყოველთვის, ღილაკზე cancel (გაუქმება). მადლობა ყურადღებისათვის, შემდეგ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, სტატიების, პოსტების შექმნას და მოქმედებებს მასზე.

ახალი დამატებული