google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
წინა ვიდეო გაკვეთილებში აღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, ერთ–ერთ პირველხარისხოვანს, სოციალურ ქსელში, წარმოადგენს საინტერესო სტატიების, პოსტების შექმნა და გამოქვეყნება, როდესაც თქვენ აქვეყნებთ პოსტს Google+–ში, მომხმარებლები, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს ხელმომწერებს და აქვთ საშუალება იხილონ თქვენი ჩანაწერები, ხედავენ მას საკუთარ სიახლეების ლენტზე და ასევე ისინი გამოტანილი იქნებიან თქვენს პროფილშიც. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა განსაზღვროთ ვინ იხილავს თქვენს პოსტებს. პოსტის შესაქმნელად შესაძლებელია გამოვიყენოთ სიახლეების ლენტის ზემოთ განთავსებული ველი what’s new with you? რა არის ახალი თქვენთვის, ან ღილაკი ფანქრის გამოსახულებით. გამოსულ ფანჯარაში ჩავწეროთ სასურველი ტექსტი, ამის შემდეგ გვაქვს პოსტის ფორმირების მრავალი საშუალება, კერძოდ, მივამაგროთ პოსტს სასურველი ფოტო სურათი, ავირჩიოთ უკვე ატვირთულებიდან ან ავტვირთოთ ახალი, მივაბათ პოსტს ბმული ნებისმიერ მისამართზე, მაგალითად შევქმნათ ბმული facebook სოციალურ ქსელზე. შესაძლებლობა გვაქვს შევქმნათ გამოკითხვა, შეგვიძლია განვათავსოთ ფოტოსურათი ან გამოვაქვეყნოთ გამოკითხვა მის გარეშე, ავირჩიოთ შესაბამისი კითხვები, როგორც ვხედავთ სტანდარტულად შემოთავაზებულია ორი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, თუმცა შესაძლებლობა გვაქვს დავამატოთ სასურველი რაოდენობა. დაბოლოს, შევქმნათ პოსტი ჩვენი ადგილმდებარეობით - ვაწკაპუნებთ შესაბამის ღილაკს, ავირჩიოთ ჩვენთან ახლოს მდებარე ადგილმდებარეობა. სასურველი პოსტის ფორმირების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე post (გამოქვეყნება), როგორც ვხედავთ პოსტი გამოქვეყნდა ჩვენი სიახლეების ლენტზე და ხელმისაწვდომია მნახველთათვის.

ახალი დამატებული