google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
შექმნის პროცესში მყოფი პოსტებისათვის შესაძლებლობა გვაქვს განვსაზღვროთ წვდომა მასზე, ანუ იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ უფლება იხილონ იგი. ნაგულისხმევად პოსტი ხელმისაწვდომია ყველასათვის, შევცვალოთ აღნიშნული მდგომარეობა - დავაწკაპუნოთ ღილაკზე public, ავირჩოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან, შესაძლებელია პოსტი გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილ საზოგადოებაში ან კოლექციაში ან ავირჩიოთ უფრო ინდივიდუალური ვარიანტი, აქ გამოტანილია ის საზოგადოებები, რომლებიც არ არის ჩემს მიერ შექმნილი, უბრალოდ გაფორმებული მაქვს ხელმოწერა მათზე, ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ შექმნილი წრეები, შეგვიძლია პოსტი ხელმისაწვდომი გავხადოთ მხოლოდ კონკრეტული წრეებისათვის და ასევე შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული მომხმარებლები. პარამეტრების ფორმირების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე done (შესრულება). იმ შემთხვევაში თუ გვსურს შესრულებული მოქმედებების გაუქმება, ხოლო გაუქმების ღილაკი არ ჩანს, შეგვიძლია დავაწკაპუნოთ მარცხნივ მიმართული ისრის გამოსახულებაზე ან უბრალოდ ფანჯრის გარეთ, მოხდება ოპერაციის გაუქმება. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული