google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
რა შეგვიძლია მოვუხერხოთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. რედაქტირებისათვის დავაწკაპუნოთ ცარიელ ადგილზე, რათა გამოტანილ იქნას რედაქტირების ღილაკი, შემდეგ დავაწკაპუნოთ მასზე. გამოსული ფანჯარა გვაძლევს საშუალებას წავშალოთ პოსტი, წაშლის მიზნით დააწკაპუნეთ ღილაკზე delete, დავარედაქტიროთ იგი, გავთიშოთ კომენტარები ანუ არ მივცეთ საშუალება სხვა პირებს დაგვიკომენტარონ პოსტი, დავბლოკოთ პოსტის გაზიარების საშუალება და გადავიტანოთ პოსტი რომელიმე ჩვენს მიერ შექმნილ კოლექციაში. ოპერაცია დასრულდება move to collection ღილაკზე დაწკაპუნებით. შესაძლებლობა გვაქვს დავაკომენტაროთ ჩვენს მიერ ან სხვის მიერ შექმნილი პოსტი, ამისათვის უნდა დავაწკაპუნოთ შესაბამის ღილაკზე. იმ შემთხვევაში თუ პოსტის ქვემოთ აღნიშნული ღილაკი არ არის - ნიშნავს რომ ავტორმა აკრძალა პოსტის კომენტირება, დანარჩენი ძალიან მარტივია, ვწერთ კომენტარს და ვაწკაპუნებთ ღილაკზე post. რაც შეეხება პოსტის გაზიარებას: შესაძლებელია გავაზიაროთ სხვა პირის მიერ შექმნილი პოსტი, ამ შემთხვევაში იგი აისახება ჩვენს მიერ შერჩეულ პირთა სიახლეების ლენტზე. შესაძლებელია პოსტი გავაზიაროთ სხვა სოციალური ქსელის გვერდზე, ან უბრალოდ დავაკოპიროთ ბმული მასზე, რათა გამოვიყენოთ იგი რომელიმე სტატიაში ან ბლოგზე ჩასასმელად. ღილაკზე +1 დაწკაპუნებით შეგვიძლია მოვიწონოთ პოსტი, ხოლო მოქმედების გასაუქმებლად საკმარისია ისევ დავაწკაპუნოთ მასზე.

ახალი დამატებული