google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
კოლექციის შესაქმნელად შევდივართ ძირითადი ელემენტების პანელის ჩანართში collections. ჩანართში featured მოცემულია ჩვენთვის რეკომენდირებული კოლექციები, რომლებზეც შეგვიძლია გავაფორმოთ ხელმოწერა, ჩანართში following მოცემულია კოლექციები, რომლებიც უკვე გამოწერილი გვაქვს, ხოლო ჩანართი yours განკუთვნილია ჩვენს მიერ შექმნილი კოლექციების სანახავად და აქვე შეგვიძლია შევქმნათ ახალი კოლექცია. დავაწკაპუნოთ ბლოკზე წარწერით კოლექციის შექმნა (create a collection), გამოსულ ფანჯარაში დავარქვათ სახელი კოლექციას, აქვე განვსაზღვროთ ვის აქვს უფლება იხილოს იგი, სტანდარტულად როგორც პოსტების შემთხვევაში კოლექცია ხელმისაწვდომია ნებისმიერისათვის, დავაწკაპუნოთ წარწერაზე public (საზოგადო) და გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია შევცვალოთ ხელმისაწვდომობა მაგალითად მხოლოდ ჩვენი წრეებისათვის, მხოლოდ ჩემთვის და ბოლოს შეგვიძლია განვსაზღვროთ მხოლოდ კონკრეტული წრე ან კონკრეტული მომხმარებელი ან მათი კომბინაცია. ფორმირების შემდეგ დავაწკაპუნოთ ღილაკზე done, მონაცემების შენახვის მიზნით, ან მარცხნივ მიმართულ ისარზე თუ არ გვსურს ცვლილებების დამახსოვრება, შემდეგი ველი tagline განკუთვნილია კოლექციის მოკლე აღწერილობის მისათითებლად, იგი საჭიროა იმ მიზნით, რომ მომხმარებლებისთვის მარტივად გასაგები გახდეს კოლექციის შინაარსი. შექმნისათვის ვაწკაპუნებთ ღილაკზე create (შექმნა). შემდეგი ფანჯარა გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ კოლექციის ვიზუალური მხარე, მაგალითად ავირჩიოთ ფოტოსურათი, დავარედაქტიროთ კოლექციის დასახელება ან აღწერილობა, მივცეთ მას სასურველი ფერი და განვსაზღვროთ ხდებიან თუ არა პირები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჩვენს წრეებში კოლექციის ავტომატური ხელმომწერები, ნაგულისხმევად ისინი ითვლებიან ასეთად, თუ გვსურს პარამეტრის შეცვლა საპირისპირო მდგომარეობაში გადატანით გავთიშოთ აღნიშნული ფუნქცია. ფორმირების დასრულების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე save (შენახვა). ჩვენი კოლექცია შექმნილია. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული