google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
როდესაც თქვენ ხდებით ვინმეს კოლექციის ხელმომწერი, პოსტები, რომლებიც განთავსებულია მასში აისახება თქვენს სიახლეების ლენტზე, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ მხოლოდ მომხმარებლის კოლექცია, ისე, რომ არ იყოთ მისი ხელმომწერი. კოლექციების მოსაძებნად შევდივართ კოლექციების პუნქტში, ხოლო შემდეგ ჩანართში featured (რჩეული), ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს და ვაწკაპუნებთ წარწერაზე follow. Following წარწერა მიგვითითებს, რომ ჩვენ უკვე გამოვიწერეთ იგი. შემდეგი გზა კოლექციების მოსაძებნად: ვხსნით კონკრეტული მომხმარებლის პროფილს, ვაწკაპუნებთ ღილაკზე view all (ყველას ჩვენება) და გამოტანილი კოლექციებიდან ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს. დაბოლოს კოლექციის ძებნა შესაძლებელია ელემენტარულად, google–ს პანელზე გამოტანილი ძებნის ველის საშუალებითაც. როგორ გავაუქმოთ ხელმოწერა: ამისათვის შევიდეთ ჩანართში, რომელშიც გათავსებულია ჩვენს მიერ გამოწერილი კოლექციები, გავხსნათ არასასურველი, დავაწკაპუნოთ ღილაკზე following, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში წარწერა შეიცვლება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ აღარ ვიღებთ პოსტებს, რომელიც გამოქვეყნებულია აღნიშნულ კოლექციაში.

ახალი დამატებული