google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
წრეების და კოლექციების შემდეგ google+-ის სხვა სოციალური ქსელებისგან ერთ–ერთ განმასხვავებელს წარმოადგენს საზოგადოება, იგი ისევე როგორც კოლექცია წარმოადგენს ინფორმაციის ორგანიზების საშუალებას, თუმცა საზოგადოებსა და კოლექციას შორის არსებობს განსხვავება, კერძოდ კოლექციები იქმნება მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ და მხოლოდ ამ ადამიანს აქვს საშუალება განათავსოს პოსტები ამ კოლექციაში, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვების კოლექციები, მაგრამ არ გაქვთ უფლება განათავსოთ პოსტები სხვის კოლექციაში, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებას, მას შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი მფლობელი და მოდერატორი, სხვა ადამიანებს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ საზოგადოებას. მას შემდეგ რაც თქვენ ხდებით საზოგადოების წევრი – გეძლევათ საშუალება გამოაქვეყნოთ პოსტები ამ საზოგადოებაში, მის წევრებს შეუძლიათ ნახონ თქვენი პოსტები საკუთარ სიახლეების ლენტზე. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი კოლექციასა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებაზე მიერთებისას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რას აქვეყნებენ სხვა მომხმარებლები, როგორც აღინიშნა გააზიაროთ პოსტები მასში, დააკომენტაროთ პოსტები და ნებისმიერ დროს გააუქმოთ მასზე ხელმოწერა. როდესაც თქვენ ქმნით საზოგადოებას შეგიძლიათ აირჩიოთ ვის აქვს უფლება ნახოს და მიუერთდეს მას, დაამატოთ სხვა მომხმარებლები მოდერატორებისა და მფლობელების ფორმით, წაშალოთ ადამიანები თქვენი საზოგადოებიდან, დააკორექტიროთ პოსტები და კომენტარები, დაარედაქტიროთ სტილი და ბოლოს, რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება წაშალოთ თქვენი საზოგადოება.

ახალი დამატებული