google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
როდესაც უერთდებით საზოგადოებას შესაძლებლობა გეძლევათ ნახოთ პოსტები მასში და ასევე გააზიაროთ თქვენს მიერ შექმნილები, საზოგადოების მოსაძებნად გადავიდეთ შესაბამის პუნქტში, შემდეგ ჩანართში რეკომენდირებულები, მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი, ამ მიზნით, ძებნის გამარტივებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პანელზე განთავსებული ძებნის ველიც, მიაქციეთ ასევე ყურადღება, საზოგადოებაში სტატიების სანახავად არ არის საჭირო მასში გაერთიანება, თუმცა ამ შემთხვევაში არ მოხდება მათი ჩვენს სიახლეების ლენტზე ასახვა. გაერთიანების მიზნით ვაწკაპუნებთ ღილაკზე join (შეერთება). გაითვალისწინეთ თუ უერთდებით დახურულ საზოგადოებას მხოლოდ მისი მონაწილეები ნახავენ ამ საზოგადოებაში თქვენს პოსტებს, მონაწილეებს და პირებს, რომლებიც მიწვეულნი იქნებიან დახურულ საზოგადოებაში აქვთ შესაძლებლობა ნახონ ვინ იმყოფება მიმდინარე ეტაპზე საზოგადოებაში, თუ უერთდებით ღია საზოგადოებას ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა ნახოს თქვენი ამ საზოგადოებაში განთავსებული პოსტი და ასევე საზოგადოების მონაწილეთა სია. კონკრეტული მომხმარებლის მიერ შექმნილი საზოგადოებების სანახავად საჭიროა ნებისმიერი ფორმით მოძებნოთ ეს მომხმარებელი და გადავიდეთ მის პროფილზე, საზოგადოებები გამოტანილია იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს პროფილის პარამეტრებში დართული აქვს ნება მის გამოტანაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება არ იქნება პროფილში გამოტანილი. გამოწერის გასაუქმებლად შეგვიძლია გადავიდეთ ჩანართში member, აქ დაგვხვდება ყველა საზოგადოება რომელიც გამოწერილი გვაქვს, გავხსნათ ნებისმიერი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე member (წევრი), გამოსული ფანჯარა გვამცნობს, რომ ჩვენ ვტოვებთ აღნიშნულ საზოგადოებას, თანხმობის მიზნით დავაწკაპუნოთ ღილაკზე leave (დატოვება), ხოლო ოპერაციის გასაუქმებლად ღილაკზე stay (დარჩენა).

ახალი დამატებული