google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
Hangouts-ის გამოსვლამდე კომპანია google ემსახურებოდა რამოდენიმე მსგავს, მაგრამ ტექნოლოგიურად განსხვავებულ შეტყობინებათა გაცვლის სისტემას, ესენი იყო google Talk, Google+ Messinger და ასევე Google+–ის ნაწილი, რომელიც იწოდებოდა Hangouts, იგი იძლეოდა ჯგუფური ვიდეოკონფერენციების ჩატარების საშუალებას. ყველა ეს პროგრამა გაერთიანდა ერთ ვებ სივრცეში და 2015 წლის აგვისტოს გამოშვებული იქნა Hangouts–ის ვებ ვერსია, ასევე არსებობს მისი android და iOS ვერსიები მობილური ტელეფონებისათვის, ასევე აპლიკაცია Chrome OS, პროგრამა ინტეგრირებულია ელექტრონულ ფოსტაშიც. ჩეთების (შეტყობინებების გაცვლის) ისტორია ინახება google–ს სერვერებზე, რაც იძლევა მის სხვადასხვა მოწყობილობაზე სინქრონიზაციის საშუალებას. პროგრამაში შესასვლელად ავკრიფოთ მისამართი hangouts.google.com, შესვლამდე მის ფუნქციებში კარგად გასარკვევად შეგვიძლია გავეცნოთ პროგრამის მოკლე მიმოხილვას, შემდეგ დავაწკაპუნოთ ღილაკზე sign in, აქაც, როგორც google+–ის შემთხვევაში საჭიროა ჩვენი google–ს ერთიანი ექაუნთის მონაცემების შეყვანა. მონაცემების სწორად მითითების შემთხვევაში აღმოვჩნდებით პროგრამის გვერდზე. პროგრამიდან გამოსასვლელად ვაწკაპუნებთ ექაუნთის ღილაკზე და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ sign out (გამოსვლა). შემდეგ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ პროგრამის ინტერფეისი. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული