google+ & hangouts განათლებაში
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
შესავალი
00:02:38
00:02:45
Google+
00:04:04
00:05:30
00:07:09
00:04:34
00:01:57
00:06:26
00:02:50
00:04:27
00:02:53
00:04:28
00:02:14
00:02:35
00:02:06
00:01:56
00:02:49
00:05:11
00:03:54
00:02:19
Hangouts
00:02:15
00:01:21
00:02:49
00:01:53
00:03:39
00:03:10
00:01:21
00:03:04
00:01:33
პროგრამის ძირითადი ფუნქციის განსახორციელებლად გვესაჭიროება იმ პირთა საკონტაქტო მონაცემები, რომლებთანაც ვაპირებთ კავშირის დამყარებას. კონტაქტების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ მენიუს პუნქტ კონტაქტებიდან. საიდან ხვდება საკონტაქტო ინფორმაცია აქ, ესენია ნებისმერი კონტაქტი google-ს სხვა სერვისიდან ან მოწყობილობიდან, კერძოდ მიწერ–მოწერა ელექტრონულ ფოსტაში, კონტაქტები google contact–ში, hangout–ში ადრე განხორციელებული კონტაქტი, თუ თქვენი ექაუნთი სინქრონიზირებულია სხვა მოწყობილობასთან მაგალითად თქვენს მობილურ ტელეფონთან, ასევე ხდება ტელეფონში შექმნილი კონტაქტების და ტელეფონების ნომრების გადმოტანა. შემდეგ ვიდეოგაკვეთილებში კონტაქტებს გამოვიყენებთ კავშირისათვის, ამ გაკვეთილში ვნახოთ თუ რა ოპერაციები შეიძლება განვახორციელოთ მათზე.
როგორც მოვძებნოთ კონტაქტი – უბრალოდ ჩააწკაპუნეთ ძებნის ველში და აკრიფეთ სასურველი ტექსტი, როგორ დავფაროთ კონტაქტი – რედაქტირების ღილაკზე დაწკაპუნებით აირჩიეთ პუნქტი კონტაქტის დაფარვა. დაფარული კონტაქტების ნახვა და გამოჩენა შესაძლებელია პროგრამის პარამეტრებიდან. როგორ დავამატოთ მომხმარებელი – ძებნის ველში შეიტანეთ სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი, გაუგზავნოთ მას შეტყობინება, მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ჩეთი მასთან და ასევე მომხმარებელი ავტომატურად დაემატება ჩვენს კონტაქტებში. როგორ გავიგოთ ხელმისაწვდომია თუ არა კონტაქტი – ამისათვის საკმარისია შევხედოთ სურათის გამოსახულებაზე, მწვანე წრე გამოსახულებასთან მიუთითებს, რომ კონტაქტი ამჟამად ქსელშია და ხელმისაწვდომია, ხოლო მისი არარსებობა მიუთითებს საპირისპიროზე. თუ არ გსურთ ესაუბროთ ვინმეს, ამისათვის საჭიროა მისი დაბლოკვა, დავაწკაპუნოთ გამოსახულებაზე და გამოსულ ჩეთის ფანჯარაში, პარამეტრების ღილაკზე დაწკაპუნებით, ავირჩიოთ მომხმარებლის დაბლოკვა. ბლოკირების მოხსნა სრულდება პროგრამის პარამეტრებიდან. როგორ გვიკავშირდებიან სხვა მომხმარებლები – ნაგულისხმევად პირებს, რომელთაც აქვთ ჩვენი ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი შეუძლიათ გამოგვიგზავნონ შეტყობინებები hangouts–ში, კავშირი შეიძლება განხორციელდეს პირდაპირ ან მოწვევის შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, გაერთიანებულია თუ არა ეს პირი თქვენი google+–ის წრეებში, იცის თუ არა თქვენი ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. მოწვევის პარამეტრების მართვა ხორციელდება პროგრამის პარამეტრებიდან.