Google Drive

Google Drive საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინფორმაციის ონლაინ საცავი. შეინახოთ, მოახდინოთ მათი რედაქტორება ან გაუზიაროთ სხვებს.
ფაილზე სახელის გადარქმევა, გადმოწერა და წაშლა Google drive სივრცეში ატვირთულ ფაილებს შესაძლებელია გადავარქვათ სახელი, წავშალოთ, გადმოვწეროთ კომპიუტერში, გავაზიაროთ ან გადავიტანოთ drive-ის სხვა საქაღალდეში. ფაილებზე მოქმედებების შესასრულებლად უნდა ავირჩიოთ ფაილი, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და კონტექსტურ მენიუში მოვძებნოთ შესაბამისი ბრძანება. ფაილის სახელის შესაცვლელად ავირჩიოთ ბრძანება Rename, შევცვალოთ სახელი და დავაწკაპუნოთ ღილაკს Ok. ფაილის სახელი შეიცვალა. Google drive სივრცეში ატვირთული დოკუმენტები შესაძლებელია გადმოვწეროთ კომპიუტერის მეხსიერებაში, რისთვისაც საკმარისია მოვნიშნოთ ფაილი და კონტექსტური მენიუდან ავარჩიოთ ბრძანება Download. დაიწყება გადმოტვირთვის პროცესი. ეკრანის მარცხენა ქვედა კუთხეში გამოჩნდება თქვენს მიერ გადმოწერილი დოკუმენტი. ფაილის წასაშლელად მოვძებნოთ სასურველი ფაილი და კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება remove. წაშლილი ფაილი მოთავსდება ნაგვის ყუთში (Trash). საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ აღვადგინოთ წაშლილი ფაილი restore ღილაკით, ხოლო ბრძანება Delete forewer სამუდამოდ წაშლის ამ დოკუმენტს Google სივრციდან.

ახალი დამატებული