Google Drive

Google Drive საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინფორმაციის ონლაინ საცავი. შეინახოთ, მოახდინოთ მათი რედაქტორება ან გაუზიაროთ სხვებს.
საქაღალდის შემქნდა და მასში ფაილის გადატანა როგორ შევქმნათ საქაღალდე Google Drive-ში? ამისათვის დავაწკაპუნოთ ბრძანებას New და ავირჩიოთ ბრძანება Folder. შევიყვანოთ საქაღალდის სახელი, მაგალითად პორტფოლიო_2016 და საქაღალდის შესაქმნელად დავაწკაპუნოთ ბრძანებას Create. შექმნილი საქაღალდე შეგვიძლია მოვძებნოთ ფაილებისა და საქაღალდეების ჩამონათვალში. საქაღალდის სახელზე ორჯერ დაწკაპუნებით გაიხსნება საქაღალდე. შექმნილ საქაღალდეში ფაილის ასატვირთად გავხსნათ საქაღალდე და ღილაკით New გამოვიძახოთ ბრძანება File upload. მოვნიშნოთ სასურველი დოკუმენტი და ავტვირთოთ. ჩვენს მიერ მონიშნული დოკუმენტი აიტვირთება საქაღალდეში პორტფოლიო_2016. Google drive-ში ატვირთული ფაილის გადატანა შესაძლებელია ნებისმიერ საქაღალდეში. ამისათვის მოვნიშნოთ ფაილი, კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება Move to. Google საქაღალდეებში შევარჩიოთ სასურველი საქაღალდე, მაგალითად პორტფოლიო_2016 და პროცესის დასასრულებლად დავაჭიროთ ღილაკს Move. საქაღალდეში პორტფოლიო_2016 გადანაცვლდა დოკუმენტი ჩეკლისტი.

ახალი დამატებული