Google Drive
00:00:51
00:00:50
00:00:57
00:00:50
00:02:08
00:01:09
00:01:07
00:01:24
00:01:00
00:00:34
00:00:47
00:00:51
00:00:50
00:00:57
00:00:50
00:02:08
00:01:09
00:01:07
00:01:24
00:01:00
00:00:34
00:00:47
Google Drive საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინფორმაციის ონლაინ საცავი. შეინახოთ, მოახდინოთ მათი რედაქტორება ან გაუზიაროთ სხვებს.
როგორ გავაზიაროთ ფაილები და საქაღალდეები Google drive-დან?
დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ხშირად ჩნდება ფაილზე რამდენიმე მომხამრებლის ერთობლივი მუშაობის საჭიროება, რისთვისაც Google drive გვთავაზობს მასში განთავსებული დოკუმენტი და საქაღალდეები გავაზიაროთ სხვადასხვა უფლებით: დათვალიერება, კომენტირება ან რედაქტირება.
ფაილის გასაზიარებლად მონიშნეთ ფაილი, ავირჩიოთ მენიუს პანელზე განთავსებული ღილაკი Share ან კონტექსტური მენიუდან ბრძანება Share. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში, People ველში მიუთითეთ იმ პიროვნებების ელექტორონული ფოსტის მისამართები ვისაც უნდა გაუზიაროთ თქვენი დოკუმენტი. დოკუმენტზე სამუშაოდ შესაძლებელია მოიწვიოთ რამდენიმე Google მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. ელექტრონული ფოსტის მისამართების მითითების შემდეგ უნდა დავაკონკრეტოთ მოწვეული პირის უფლებები:
• Can Edit – მოწვეულ პირს შეეძლება დოკუმენტის დათვალიერება და რედაქტირება;
• Can comment-მოწვეულ პირს შეეძლება დოკუმენტის დათვალიერება და კომენტარის დატოვება;
• Can view-მოწვეულ პირს შეეძლება მხოლოდ ინფორმაციის დათვალიერება.
Add a note ველში შეგვიძლია გავაკეთოთ ჩანაწერი და ღილაკით Send დავასრულოთ გაზიარების პროცესი. გაზიარებული დოკუმენტის სახელის გვერდით ჩნდება გაზიარების ღილაკი.
საქაღალდის გაზიარება ფაილის გაზიარების ანალოგიურია. მოვნიშნოთ საქაღალდე, კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ გაზიარების ბრძანება და მივუთითოთ იმ ადამიანის ელექტრონული ფოსტის მისამართი ვისაც გვინდა, რომ გავუზიაროთ საქაღალდე. პროცესის დასრულებისათვის დავაწკაპუნოთ ღილაკს Send. გაზიარებული საქაღალდის პიქტოგრამაზე გამოჩნდება გაზიარების სიმბოლო.