Google Drive

Google Drive საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინფორმაციის ონლაინ საცავი. შეინახოთ, მოახდინოთ მათი რედაქტორება ან გაუზიაროთ სხვებს.
ტექსტური დოკუმენტის გამოქვეყნება ანუ ჩაშენება ვებ-გვერდზე Embed კოდის გამოყენებით Google drive-ში ატვირთული ფაილი შესაძლებელია გამოვაქვეყნოთ Embed კოდის გამოყენებით, რაც საშუალებას მოგვცემს დოკუმენტი მოვათავსოთ ბლოგზე ან საიტზე. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტი გამოქვეყნებამდე აუცილებლად უნდა იყოს გაზიარებული. მაგალითისათვის, განვიხილოთ ტექსტური დოკუმენტის პორტფოლიოს ჩეკლისტის გამოქვეყნება. ამისათვის მოვნიშნოთ დოკუმენტი და კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება Open with google docs. დოკუმენტი გაიხსნება google docs პროგრამაში. დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად ავირჩიოთ ბრძანება File/Publish to the web. დიალოგურ ფანჯარაში გავხსნათ Embed ჩანართი და დავაჭიროთ ღილაკს Publish. დოკუმენტის გამოქვეყნება დავადასტუროთ Ok ღილაკით. Embed ჩანართში გამოჩნდება დოკუმენტის კოდი, რომელიც Ctrl+C ღილაკების კომბინაციით უნდა დავაკოპიროთ და გადავიტანოთ შესაბამის ადგილას.

ახალი დამატებული