Google Drive

Google Drive საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინფორმაციის ონლაინ საცავი. შეინახოთ, მოახდინოთ მათი რედაქტორება ან გაუზიაროთ სხვებს.
პრეზენტაციის გამოქვეყნება Embed კოდის გამოყენებით ვებ-გვერდზე. პრეზენტაციის გამოქვეყნებამდე ავტვირთოთ დოკუმენტი ღილაკით New/file upload ბრძანებით. დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნოთ პრეზენტაცია კომპიუტერის მეხსიერებიდან და Open ღილაკით დავადასტუროთ ატვირთვა. აიტვირთა პრეზენტაცია სახელწოდებით „ეფექტური პრეზენტაცია“. მოვნიშნოთ ფაილი და კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება Open with google Slide. გაიხსენება პრეზენტაცია Google Slides პროგრამაში და მენიუში File ავირჩიოთ ბრძანება Publish to the web. დიალოგურ ფანჯარაში ავირჩიოთ Embed ჩანართი და მოვმართოთ შემდეგი პარამეტრები: • სლაიდის ზომა, რომელიც შესაძლებელია იყოს პატარა -Small, საშუალო - Medium, დიდი - Large ან სხვა -Custom. • სლაიდების ავტომატურად გადასვლის დრო, მაგალითად რამდენ წამში გადავიდეს სლაიდი ერთში, ორში, სამში და ა.შ. შესაბამისი პარამეტრების არჩების შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს Publish. გამოქვეყნების პროცესის გასაგრძალებლად ვაწკაპუნებთ ღილაკს OK. დიალოგურ ფანჯარაში გამოჩნდება პრეზენტაციის გამოსაქვეყნებლად საჭირო Embed კოდი, რომლის დაკოპირებაც შეგვიძლია კონტექსტური მენიუდან ღილაკით Copy ან Cttl+C ღილაკების კომბინაციით. არსებული კოდი შეგვიძლია ჩავაშენოთ ვებ-გვერდზე ან ბლოგზე.

ახალი დამატებული