Windows 10
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
როგორც წინა ვიდეო გაკვეთილში აღინიშნა Windows 10 წარმოადგენს კომპანია Microsoft–ის ოპერაციული სისტემების თანამედროვე პროდუქციას, რომლის წინამორბედებადაც გვევლინებიან Windows 8.1 და Windows 7. გამოყენების თვალსაზრისით იგი უფრო ახლოსაა Windows 7 ოპერაციულ სისტემასთან, ვიდრე მის უშუალო წინამორბედ Windows 8.1-თან. სამივე ოპერაციული სისტემისათვის დამახასიათებელია ღილაკი Start-ის არსებობა მარცხენა დაბლა კუთხეში, რომელიც წარმოადგენს პროგრამების გაშვების, ოპერაციული სისტემის მართვისა და პარამეტრებთან მუშაობის საშუალებას. თუმცა Windows 8.1-სათვის დამახასიათებელი იყო Metro ინტერფეისი, სადაც ფილების ფორმით იყო მოცემული პროგრამები, ხოლო Windows 7 და Windows 10 ამ მხრივ თითქმის მსგავსია, თუმცა Windows 10-ში წვდომის გამარტივებისათვის შეგვიძლია მარჯვენა მხარეს გამოვიტანოთ ხშირად გამოყენებული პროგრამები და შემდგომ გავუშვათ იგი ერთჯერ დაწკაპუნებით.
Windows 10-ის მარცხენა ქვედა კუთხეში დამატებულია ძებნის ღილაკი, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ძებნა ჩვენს კომპიუტერში და ინტერნეტში, მასშია ინტეგრირებული კომპიუტერის ხმოვანი მართვა Cortana.
Start ღილაკზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელიც გვაძლევს კომპიუტერის ძირითად პარამეტრებზე სწრაფი წვდომის საშუალებას.
Windows 7 ოპერაციულ სისტემასთან შედარებით შეცვლილია და ფუნქციონალურობის თვალსაზრისით გაუმჯობესებულია ოპერაციული სისტემისათვის დამახასიათებელი ძირითადი ფანჯარა, რომელსაც ახალ ოპერაციულ სისტემაში დამატებული აქვს ბრძანებების ლენტი ჩანართების ფორმით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაში არსებული ფანჯრის მსგავსია.
Windows 10 ოპერაციულ სისტემაში მარჯვენა მხარეს არსებული შეტყობინებების ცენტრის გამოტანა ხდება შეტყობინებების პანელზე არსებულ ღილაკზე დაწკაპუნებით, Windows 8.1-ში იგი ხორციელდებოდა მაუსის მარჯვენა ზედა კუთხეში მიტანით, ხოლო Windows 7-ს იგი საერთოდ არ გააჩნია.
Windows 10 ოპერაციულ სისტემაში, ისევე როგორც Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაში არ არის მხარდაჭერილი Windows 7-ში არსებული გაჯეტები, მის ალტერნატივას თუმცა შორეულს წარმოადგენს ფილები Start მენიუში.
ახალ ოპერაციულ სისტემაში დამატებულია ამოცანათა ღილაკი, რომელიც გვაძლევს გაშვებული პროგრამების ნახვის, ახალი სამუშაო მაგიდის შექმნისა და გაშვებული პროგრამების ვირტუალურ სამუშაო მაგიდებს შორის გადანაწილების საშუალებას.
ეს არის ძირითადი ვიზუალური განსხვავებები, რომლებიც განასხვავებს Windows ოპერაციული სისტემის სხვადასხვა ვერსიებს, თუმცა ამის გარდაც არსებობს გარკვეული სხვაობები და ახალი საშუალებები, რომლებიც განხილული იქნება უკვე კონკრეტულ ვიდეო გაკვეთილებში. მადლობა ყურადღებისათვის, გელით შემდეგ ვიდეო გაკვეთილში.