Windows 10
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
ოპერაციული სისტემის დაყენების შემდეგ, კომპიუტერის შეძენისას ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, სასურველი იქნება ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ კომპიუტერის მონაცემების, ტექნიკური შესაძლებლობების შემოწმება, შევიტყოთ კონკრეტულად რომელი ოპერაციული სისტემაა დაყენებული მასში, აქტიურია თუ არა ოპერაციული სისტემა, რა სახელი აქვს დარქმეული კომპიუტერს და ასე შემდეგ.
ზემოთჩამოთვლილი ყველა მონაცემების სანახავად საჭიროა მივიტანოთ მაუსი Start ღილაკთან, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოსულ კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი System. სანამ გავაგრძელებდეთ აღვნიშნოთ, რომ ეს კონტექსტური მენიუ გამოიყენება კომპიუტერის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და მისი პარამეტრების სამართავად, მასშია თავმოყრილი მომხმარებლისათვის საჭირო პარამეტრების მართვის ძირითადი ფუნქციები, აქვე საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ Windows ოპერაციული სისტემისათვის დამახასიათებელია ერთი და იგივე მოქმედების რამოდენიმე სხვადასხვა გზით შესრულების შესაძლებლობა, არც ერთი გზა არ ითვლება შეცდომად და მისი გამოყენება დამოკიდებულია მხოლოდ მომხმარებლის სურვილზე და ჩვევაზე. აღნიშნული ფანჯრის გაშვება ასევე შესაძლებელია მაგალითად ძებნის ველიდან, ღილაკიდან This PC და ასე შემდეგ.
გავაგრძელოთ, გამოსულ ფანჯარაში ჩანს, რომ კომპიუტერში დაყენებული გვაქვს ოპერაციული სისტემა Windows 10, პროფესიონალური ვერსია, აქ მოცემულია ინფორმაცია კომპიუტერის პროცესორის მოდელის შესახებ, ოპერატიული მეხსიერების მოცულობის შესახებ, ოპერაციული სისტემის ტიპი (არსებობს 32 და 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემები, შედარებით თანამადროვეა და რეკომენდირებულია 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემის დაყენება). ქვემოთ მოცემულია კომპიუტერის სახელი, რომელიც გამოიყენება რამოდენიმე კომპიუტერის ერთიან ქსელში მიერთებისას კონკრეტული კომპიუტერის იდენტიფიცირებისათვის. სახელის შეცვლა ძალიან მარტივია: ვაწკაპუნებთ პარამეტრების შეცვლის ღილაკს (change settings), გამოსულ ფანჯარაში ვაწკაპუნებთ ღილაკზე შეცვლა (change), ვცვლით სახელს და შემდგომში საჭიროა დავეთანხმოთ ცვლილებების განხორციელებას და გადავტვირთოთ კომპიუტერი.
მარცხენა მხარეს მოცემულია პარამეტრები სისტემის უფრო საფუძვლიანი რედაქტირებისათვის, აღნიშნული არ განეკუთვნება კომპიუტერის ჩვეულებრივი მომხმარებლის საჭიროებას ამდენად მათ არ განვიხილავთ.
მაშ ასე, ამ ვიდეო გაკვეთილში შევიტყვეთ თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი კომპიუტერის ტექნიკური და პროგრამული იდენტიფიცირება, მადლობა ყურადღებისათვის.