Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
როგორც წინა ვიდეო გაკვეთილებში უკვე აღვნიშნეთ Windows ოპერაციული სისტემის ძირითად ღილაკს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან წარმოადგენს ღილაკი სტარტი და მასზე დაწკაპუნებით გამოსული მენიუ. რას წარმოადგენს იგი, აქ მოცემულია ყველა პროგრამა, რომელიც დაყენებულია ჩვენს კომპიუტერში, აქედანაა შესაძლებელი მივიღოთ წვდომა კომპიუტერის კონფიგურაციის პარამეტრებზე, იგი ასევე გვაძლევს წვდომას კომპიუტერში არსებულ ყველა ფაილსა და საქაღალდეზე. მენიუ Start–ი იხსნება ღილაკზე ერთჯერ დაწკაპუნებით, გამოსულ მენიუში, მარცხენა მხარეს მოცემულია ყველა ის პროგრამა, რომელიც კომპიუტერშია ინსტალირებული, ისინი დალაგებულია ანბანის მიხედვით, ხოლო ამ ჩამონათვალის თავში კერძოდ პუნქტში Most Used (ხშირად გამოყენებულები) მოცემულია ის პროგრამები რომლებსაც უფრო ხშირად ვიყენებთ. პროგრამის გასაშვებად საჭიროა ერთხელ დავაწკაპუნოთ მასზე, იმ შემთხვევაში თუ პროგრამის გამშვები მოთავსებულია საქაღალდეში, ჯერ იხსნება იგი და შემდეგ საჭიროა მოვძებნოთ გამშვები პროგრამა და გავუშვათ. ყველაზე დაბლა მდებარე ღილაკი Power გამოიყენება კომპიუტერის გამოსართავად ან გადასატვირთად, კერძოდ მასზე დაწკაპუნებით გამოსულ პატარა მენიუში პირველი პუნქტი shut down კომპიუტერს გამორთავს, ხოლო პუნქტი restart კომპიუტერს გადატვირთავს, ანუ გამოთავს, ხოლო შემდეგ ავტომატურად ჩართავს. შემდეგი პუნქტი - ღილაკი Settings (პარამეტრები) გამოიტანს ფანჯარას კომპიუტერის მართვის პარამეტრებით, რომელთაც განვიხილავთ შესაბამის ვიდეო გაკვეთილში. File Explorer წარმოადგენს ჩვენთვის ასევე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან კარგად ნაცნობ ძირითად ფანჯარას, ფაილების მიმომხილველს, რომელშიც მოცემულია ჩვენს კომპიუტერში დაცული ყველა ფაილი და საქაღალდე, აქვე შეგვიძლია ვიხილოთ ინფორმაციის დამმახსოვრებელი მოწყობილობებიც (მყარი დისკი, ოპტიკური დისკი, ფლეშ დისკი თუ მიერთებულია, ქსელური დისკი). ეს ღილაკი ასევე დუბლირებულია ამოცანათა პანელზეც. შემდეგი ღილაკი გამოიყენება ჩვენს მიერ შექმნილი მომხმარებლის მონაცემების და კომპანია Microsoft–ში ჩვენი სააღრიცხვო ექაუნთის მონაცემების სამართავად. ხშირად გამოყენებული პროგრამები, მათი ძებნის გამარტივების მიზნით შეგვიძლია განვათავსოთ მენიუს მარჯვენა მხარეს. ამისათვის საჭიროა პროგრამების ჩამონათვალში ან სამუშაო მაგიდაზე მოვძებნოთ პროგრამის გამოშვები პიქტოგრამა, დავაწკაპუნოთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ღილაკი Pin to Start (ტარტში დამატება) - პიქტოგრამა დამატებულია, დამატებული პიქტოგრამის წასაშლელად დავდგეთ მასზე მაუსით და მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ Unpin from Start (სტარტიდან მოხსნა), მაუსზე დაწკაპუნებით და ხელის არ აშვებით შესაძლებლობა გვაქვს გადავიტანოთ სასურველი ფილა ნებისმიერ ადგილას, შეგვიძლია შევცვალოთ ფილის ზომა დავაპატარავოთ ან გავზარდოთ, ასევე შეგვიძლია დავამატოთ ამოცანათა პანელზე, გავუშვათ პროგრამა ადმინისტრატორის პრივილეგიით, ანუ მივანიჭოთ მას კომპიუტერის გამოყენებისათვის ყველაზე მაღალი უფლებები, მოვძებნოთ მისი ადგილმდებარეობა, ანუ დისკზე არსებულ რომელ საქაღალდეშია იგი განთავსებული, ამოვაინსტალიროთ ანუ საერთოდ ამოვშალოთ ეს პროგრამა კომპიუტერიდან (აღნიშნულ პუნქტის გამოყენებას საჭიროა მოვეპყროთ ყურადღებით, რადგან პროგრამის ამოშლის შემდეგ მისმა ხელახლა ჩაწერამ შეიძლება სპეციალური პროგრამის არსებობა და სათანადო ცოდნა მოითხოვოს). ღილაკში More სხვადასხვა პროგრამებისათვის შეიძლება გამოტანილ იქნას კიდევ დამატებით სხვა ფუნქციები, რომლებიც ინდივიდუალური და დამახასიათებელია მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამისათვის. სტარტში შეგვიძლია ასევე მოვათავსოთ ნებისმიერი პროგრამის გამშვები პიქტოგრამა ან თუნდაც საქაღალდე, ამისათვის დავაწკაპუნოთ მასზე მარჯვენა ღილაკით და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ფუნქცია Pin To Start. და ბოლოს ვიზუალური სილამაზისა და დახარისხების მიზნით შეგვიძლია დავაჯგუფოთ პროგრამები დანიშნულების მიხედვით და მივცეთ ჯგუფს სათაური. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული