Windows 10
00:02:42
00:09:42

00:05:06
00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42

00:05:06
00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
ოპერაციული სისტემა Windows 10 ისევე როგორც მისი წინამორბედი კომპანია Micrisift-ის ოპერაციული სისტემები მომხმარებელთან ურთიერთობს ფანჯრების საშუალებით, იგი წარმოადგენს ოპერაციული სისტემის მთავარ კომპონენტს, იმდენად მთავარს, რომ მისი სახელი დაერქვა ოპერაციულ სისტემას, ნებისმიერი საქაღალდე, ნებისმიერი პროგრამა იხსნება ფანჯრის ფორმით, შეგვიძლია გავხსნათ იმდენი ფანჯარა რამდენიც გვსურს. გავხსნათ საქაღალდე მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაწკაპუნებით, ფანჯარასთან მუშაობის წესი სტანდარტულია ანუ ისეთივეა როგორც წინა ოპერაციულ სისტემებში, მაგალითად ფანჯრის გადიდება, დაპატარავება, ჩაკეცვა, დახურვა, გადაადგილება, დაპატარავება ან გაზრდა თუმცა დამატებული აქვს ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები, რომელთაც ახლა განვიხილავთ.
მაგალითად ფანჯრის ზემოთ მარცხენა კუთხეში გამოტანილია Microsoft Word-ის მსგავსი სწრაფი წვდომის პანელი, საიდანაც შეგვიძლია ფანჯარაში მონიშნული ნებისმიერი ობიექტის თვისებების ნახვა, იმ შემთხვევაში თუ ობიექტი მონიშნული არ არის გამოდის კომპიუტერის პარამეტრები, შეგვიძლია შევქმნათ საქაღალდე და ამ სტანდარტული ორი ფუნქციის გარდა დავამატოთ ჩვენთვის სასურველი ღილაკები: ბოლოს შესრულებული ოპერაციის გაუქმება, აღდგენა, მონიშნული ობიექტის წაშლა, ობიექტისათვის სახელის გადარქმევა, შეგვიძლია სწრაფი წვდომის პანელი ჩამოვიტანოთ ლენტის ქვემოთ, ან პირიქით დავაბრუნოთ ძველ ადგილას და ბოლოს დავფაროთ ლენტი ან პირიქით გამოვაჩინოთ იგი, ეს ოპერაცია შეიძლება შესრულდეს ამ ღილაკითაც.
სწრაფი წვდომის პანელის ქვემოთ მოცემულია ოთხი ჩანართი, რომლებშიც შესასრულებელი ბრძანებების ღილაკები დაჯგუფებულია გარკვეული კატეგორიების მიხედვით, ჩანართი File გვიჩვენებს ყველა იმ საქაღალდეს რომლებიც გამოყენებულია ბოლოს და გვაძლევს მათზე სწრაფად გადასვლის საშუალებას, Open New Window გამოიყენება ახალი ფანჯრის გასახსნელად, რომელიც მაგალითად შეიძლება დაგვჭირდეს სხვა საქაღალდის გახსნისათვის. პროგრამული კონსოლი, რომელიც გათვალისწინებულია ოპერაციული სისტემების ბრძანებების შესატანად და შესასრულებლად, არც ერთი მათგანი არ არის საჭირო სტანდარტული მოხმარებისათვის, ამდენად მას არ განვიხილავთ, საქაღალდისა და ძებნის პარამეტრების შეცვლა, დახმარება და ფანჯრის დახურვა, ჩანართში Home მოცემულია ძირითადად გამოყენებული ღილაკები, მაგალითად, ღილაკები ფაილის ან საქაღალდის კოპირებისა და ჩასმისათვის, წაშლა, სახელის გადარქმევა, საქაღალდის შექმნა, თვისებები და ფანჯარაში არსებული ობიექტების მონიშვნის ფუნქციები, მაგალითად ყველა მათგანის მონიშვნა ან უბრალოდ მონიშვნის გაუქმება.
ჩანართი Share გვაძლევს ობიექტების ღრუბლოვან სერვისებში გაზიარების ან ელფოსტით გაგზავნის საშუალებას, შეგვიძლია დავაარქივოთ ობიექტი (აი არქივის ფაილი), შეგვიძლია ჩავწეროთ ობიექტი დისკზე ან დავბეჭდოთ პრინტერზე.
ჩანათი View გვაძლევს საშუალებას დავფაროთ ან გამოვიტანოთ ნავიგაციის პანელი, გამოვიტანოთ ან დავფაროთ შიგთავსის დათვალიერების პანელი მარჯვენა მხარეს, ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვალოთ ობიექტების ხედი, დავალაგოთ ისინი გარკვეული პარამეტრების მიხედვით, მაგალითად შექმნის თარიღის, სახელის მიხედვით, გამოვაჩინოთ ან დავფაროთ ფარული საქაღალდეები და ფაილები, ასევე ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ობიექტი ან ობექტები და დავფაროთ იგი, ამ დროს ობიექტები არ იშლება, ისინი მაინც არსებობს, მის გამოსაჩენად საკმარისია გამოვიტანოთ დაფარული ობიექტები, მოვნიშნოთ სასურველი და გამოვრთოთ დაფარვის ფუნქცია.
დამატებით შესაძლებელია ორი სიტყვით ითქვას ობიექტების მისამართის ველის შესახებ სადაც შეგვიძლია ვიხილოთ მონიშნული ობიექტის მისამართი და ასევე ძებნის ველი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვძებნოთ კონკრეტული ფაილი ან საქაღალდე დასახელების ან დასახელების ნაწილის მიხედვით. მადლობა ყურადღებისათვის.