Windows 10
00:02:42
00:09:42
00:05:32

00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42
00:05:32

00:05:55
00:02:37

00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51

00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
შეტყობინებების ცენტრი არ წარმოადგენს სიახლეს Windows ოპერაციული სისტემისათვის, რადგან იგი უკვე იქნა გამოყენებული Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაში, თუმცა განსხვავებული ფორმით და გაშვების მეთოდით. შეტყობინებების ცენტრის გასაშვებად საჭიროა დავაწკაპუნოთ შეტყობინებების პანელზე ბოლო ღილაკზე, გამოსულ მენიუში ზემოთ ნაწილში გამოტანილია ოპერაციული სისტემის ყველა შეტყობინება, ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ოპერაციული სისტემის განახლებასთან, ანტივირუსულ აქტივობასთან, სისტემურ შეცდომებთან და ასე შემდეგ, საჭიროა ყურადღებით გავეცნოთ მათ, მოთხოვნის შემთხვევაში შევასრულოთ მათში მითითებული მოქმედებები და ბოლოს წავშალოთ ისინი. აქვეა მოცემული არანაკლებ საჭირო და საინტერესო ღილაკები, განვიხილოთ აუცილებლად საჭირო ყველა მათგანი, ღილაკი ოპერაციული სისტემის ინტერფეისის პლანშეტურ ტიპზე გადასართავად და პირიქით, მისი ჩართვა სასურველი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ოპერაციული სისტემა დაყენებული გაქვთ პლანშეტურ კომპიუტერზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება შეგიქმნათ გარკვეული დისკომფორტი, ამიტომ პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში შეამოწმეთ იგი და თუ ჩართულია გამორთეთ. ქსელები - აქ არის მოცემული ინფორმაცია ინტერნეტ კავშირის შესახებ, კომპიუტერში უკაბელო კავშირის მოწყობილობის შემთხევაში ზემოთ იქნება ჩამოთვლილი ყველა ხელმსაწვდომი WiFi ქსელი, აქვეა ფუნქცია Airplane Mode რომელიც თიშავს კომპიუტერში არსებულ ნებისმიერ უკაბელო კავშირის მოწყობილობას, ამ ღილაკის გამოყენება აუცილებელია თვითმფრინავში კომპიუტერით სარგებლობისას. შემდეგი პუნქტი Note გაუშვებს Microsoft-ის პროგრამის OneNote-ს ფანჯარას, აქ შეგიძლიათ გააკეთოთ მონიშვნები, ჩანაწერები, რომლებიც შემდგომში იტვირთება კომპანიის სერვერზე და ამის გამო მასზე ხელმისაწვდომობა გექნებათ ნებისმიერი კომპიუტერიდან. ღილაკი Location ოპერაციულ სისტემას აძლევს საშუალებას დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი და შემდგომში გამოიყენოს იგი სხვადასხვა სერვისებისათვის, მაგალითად საათის გასასწორებლად, ამინდის პროგნოზის გამოსაგზავნად, თქვენი ადგილმდებარეობის რუკაზე ჩვენებისათვის და ასე შემდეგ. ეკრანის განათება – კომპიუტერის ეკრანის კომფორტული გამოყენებისათვის სასურველია არეგულიროთ მისი განათება დღის გარკვეული მონაკვეთების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოთ თვალების გაღიზიანება და გადაღლა, პლანშეტური კომპიუტერის შემთხვევაში ეკრანის განათების დაწევა მოგცემთ საშუალებას უფრო დიდ ხანს გამოიყენოთ კომპიუტერი დატენვის გარეშე, ხოლო მისი აწევა საჭირო გახდება განათებულ გარემოში ეკრანზე ინფორმაციის დასანახად. აქვეა ღილაკი, რომელსაც კომპიუტერი ავტონომიური კვების შემთხვევაში (ეს შეეხება ლეპტოპებს და პლანშეტებს) გადაჰყავს ელექტრო ენერგიის მოხმარების დაზოგვის რეჟიმში და ბოლოს თუ გადაწყვეტთ თქვენს კომპიუტერს მიაერთოთ პროექტორი ან მეორე მონიტორი ეს ღილაკი დაგეხმარებათ სამუშაო მაგიდის გაზიარებაში, კერძოდ: სამუშაო მაგიდა გამოჩნდება მხოლოდ კომპიუტერის მონიტორზე, მოხდება სამუშაო მაგიდის დუბლირება, ანუ სამუშაო მაგიდა აისახება როგორც კომპიუტერზე ისე პროექტორზე ან დამატებით მონიტორზე, მოხდება სამუშაო მაგიდის გაფართოება, ანუ კომპიუტერი ორივე მიერთებულ მოწყობილობას აღიქვავს ერთ ეკრანად და შესაძლებლობა გექნებათ გადაანაწილოთ გაშვებული პროგრამები ისე, რომ ჩანდეს მხოლოდ პროექტორზე და არ ჩანდეს თქვენს კომპიუტერში ან პირიქით და ბოლოს ინფორმაცია გამოტანილ იქნას მხოლოდ პროექტორზე ან დამატებით მონიტორზე.
ღილაკი Collapse შეამცირებს ან გაზრდის გამოტანილი ღილაკების რაოდენობას. შეტყობინებების ცენტრის დასახურად შეგვიძლია დავაწკაპუნოთ იგივე ღილაკზე, რომლითაც გავხსენით, ან უბრალოდ, დავაწკაპუნოთ მენიუს გარეთ ნებისმიერ ადგილზე.
მადლობა ყურადღებისათვის.