Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
სამუშაო მაგიდის რეჟიმი ერთიანი იყო Windows–ის ოპერაციული სისტემისათვის Windows 7-ის ჩათვლით, თუმცა Windows 8 ოპერაციულ სისტემაში სცადეს მისი უკანა პლანზე გადაწევა რათა განევითარებინათ სენსორული ინტერფეისი პლანშეტური მოწყობილობებისა და ტელეფონებისათვის, მაგრამ Windows 10 სისტემაში იგი დაბრუნდა ისევ ისე როგორც ადრე და მყისვე წარმოგვიდგება კომპიუტერის ჩატვირთვის შემდეგ. იგი ძირითადად იგივეა რას წინა ოპერაციულ სისტემებში, შესაძლებელია მასზე საქაღალდეების, ფაილების განლაგება, პიქტოგრამების შექმნა, გადაადგილება და სხვა. მასზე შეგვიძლია დავმატოთ წინა ოპერაციული სისტემებისათვის ასე დამახასიათებელი პიქტოგრამები, რომლებიცაა ჩემი კომპიუტერი და მომხმარებლის საქაღალდე. მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსული კონტექსტური მენიუდან შეგვიძლია შევცვალოთ მაგიდაზე არსებული პიქტოგრამების ზომა, გამოვაჩინოთ და დავმალოთ მაგიდაზე არსებული ობიექტები, გადავტვირთოთ მხოლოდ სამუშაო მაგიდა და არა კომპიუტერი, განვახორციელოთ ბუფერიდან ჩასმის და ბოლო მოქმედების გაუქმების ოპერაცია, შევქმნათ ახალი საქაღალდე ან სასურველი ტიპის ფაილი, აქედანვეა შესაძლებელი სამუშაო მაგიდის პერსონალიზაცია და დისფლეის პარამეტრების მართვა, რომელთაც მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა კი რაც შეეხება სიახლეს ახალ ოპერაციულ სისტემაში, Windows 10 გვაძლევს საშუალებას შევქმნათ რამდენიმე ვირტუალური სამუშაო მაგიდა, გავანაწილოთ გაშვებული პროგრამები მასზე, რათა მოხერხებული გავხადოთ მათი გამოყენება, მაშ ასე დავაწკაპუნოთ ამოცანათა ნახვის ღილაკზე, გამოტანილი იქნება ჩვენს მიერ გაშვებული პროგრამები ფანჯრების სახით, მათი დახარისხებისათვის შეგვიძლია შევქმნათ ახალი ვირტუალური სამუშაო მაგიდა და გადავიტანოთ სასურველი პროგრამები მასზე. აღნიშნულის შესრულების შემდეგ გვაქვს სამი სამუშაო მაგიდა და შეგვიძლია ვიმუშაოთ მასზე ისე როგორც ორ-სამ მონიტორზე, საჭიროების შემთხვევაში გადავერთოთ სასურველ მაგიდაზე და ვიმუშაოთ საჭირო პროგრამაში ან ფანჯარაში. სამუშაო მაგიდის წაშლა ხდება X ღილაკზე დაწკაპუნებით. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული