Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
იმისათვის, რომ კომპიუტერთან მუშაობის პროცესი არ იყოს დამღლელი, მოსაწყენი და გარემო იყოს ჩვენზე მორგებული სასურველი იქნება სამუშაო მაგიდის პერსონალიზაცია, ამისათვის ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე, გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ პერსონალიზაცია, პირველი პუნქტი Background გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფონი სამუშაო მაგიდისათვის, ეს იქნება სურათი, კონკრეტული ფერი თუ სურათების სლაიდშოუ მითითებული საქაღალდიდან, შეგვიძლია ავირჩიოთ განსათავსებელი სურათის პოზიცია, სასურველი იქნება უცვლელი დავტოვოთ ნაგულისხმევად არჩეული პარამეტრი Fill, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მიერ არჩეული სურათის მთელს სამუშაო მაგიდაზე გაშლას. პუნქტი Colors – გამოიყენება ფერების სქემის შესაცვლელად, ჩვენთვის სასურველი ფერი შეგვიძლია მივცეთ Start მენიუს ფილებს, გამოვიყენოთ არჩეული ფერი ასევე ამოცანათა პანელისათვის და შეტყობინებების ცენტრისათვის და ასევე ფანჯრის სათაურის ზოლისათვის. შეგვიძლია უბრალოდ ავირჩიოთ ღია ან მუქი ფერის თემა. აქვეა მაღალი კონტრასტულობის სქემები იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ მხედველობის პრობლემა, არჩეული თემები ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა მათ აძლევს კომპიუტერის გამოყენების საშუალებას. ავირჩიოთ სურათი დალოდების რეჟიმისათვის, განვსაზღვროთ პროგრამები რომლებიც გამოიტენენ შეტყობინებას დალოდების რეჟიმში, განვსაზღვროთ დრო თუ როდის უნდა გამოირთოს მხოლოდ მონიტორი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისას და ელენერგიის ქსელზე მიერთებისას, ღილაკი თემები გვაძლევს კონკრეტული თემის შეცვლის, ხმოვანი გაფორმების შეცვლის, სამუშაო მაგიდაზე გამოტანილი სისტემური პიქტოგრამების გამორთვისა და ჩართვის საშუალებას და ასევე შეგვიძლია დავარედაქტიროთ მაუსის მაჩვენებლის ფორმა. შემდეგი პუნქტი Start - გვაძლევს Start მენიუს კონფიგურირების საშუალებას, შეგვიძლია მისი ზომის გაზრდა, ასევე შეგვიძლია გავშალოთ იგი მთელს ეკრანზე, ისე, როგორც Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაში. ამოცანათა პანელის მართვა - აქ ალბათ ყველაზე საინტერესოა ამოცანათა პანელის ზომის შემცირება, მისი პოზიციის შეცვლა და ასევე გამოჩნდეს თუ არა ამოცანათა პანელი ყველა მონიტორზე, რომელიც მიერთებულია ამ კომპიუტერზე, ძირითადად მისი არსებობა საკმარისია მხოლოდ ძირითად მონიტორზე, ამიტომ შეგვიძლია დავტოვოთ გათიშული. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული