Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ამ ვიდეო გაკვეთილით ვაგრძელებთ სამუშაო მაგიდის პერსონალიზაციის თემას და ვფიქრობ ასევე საინტერესო იქნება დისფლეის პარამეტრების განხილვა, დისპლეის პარამეტრების რედაქტირება ხდება კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე, მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსული კონტექსტური მენიუდან, აქ უნდა ავირჩიოთ პუნქტი Display settings (დისფლეის პარამეტრები). პირველი ბლოკი გამოიყენება კომპიუტერზე მიერთებული რამდენიმე მონიტორის მართვისათვის, შეგვიძლია გავაკეთოთ მონიტორის ინდენტიფიკაცია ან აღმოვაჩინოთ იგი თუ აქ არ არის წარმოდგენილი. შეგვიძლია გავზარდოთ ტექსტის, პიქტოგრამების და სხვა ობიექტების ზომა ან შევამციროთ. შევცვალოთ ეკრანზე გამოსახულების ორიენტაცია, ანუ შემოვატრიალოთ გამოსახულება ეკრანზე. განვსაზღვროთ როგორ უნდა იქცეოდნენ მონიტორები (ეს საკითხი უკვე განხილული გვაქვს წინა ვიდეო გაკვეთილებში) და ბოლოს დავარედაქტიროთ ეკრანის გაფართოება, აქ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი გაფართოება, მაგრამ გამოსახულების საუკეთესო ეფექტის მისაღებად საჭიროა ავირჩიოთ ის გაფართოება, რომელსაც გვერდზე როგორც წესი მიწერილი აქვს Recommended (რეკომენდირებული). ხოლო იმისათვის, რომ შევიტყოთ რა ფიზიკური ვიდეო ბარათი გვაქვს კომპიუტერში, უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკზე Display Adapter Properties სადაც შეგვიძლია ვიხილოთ ბარათის ტიპი ანუ დასახელება, ბარათისათვის გათვალისწინებული მეხსიერების მოცულობა, ასევე მონიტორის სიხშირე, ანუ რა პერიოდულობით ხდება კომპიუტერის ეკრანის გადახატვა. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული