Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის ინტერფეისის განხილვის შემდეგ ალბათ საინტერესო იქნება უფრო ღრმად გავიცნოთ ოპერაციული სისტემა, ვისწავლოთ როგორ გავმართოთ იგი და მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს, ანუ ვისწავლოთ როგორ ვმართოთ ოპერაციული სისტემის პარამეტრები, პარამეტრები ბევრია და ასევე ბევრია გზა მათ მოსაძებნად, მაგალითად პარამეტრების მენიუ შეგვიძლია გავუშვათ Start მენიუდან, Start ღილაკზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსული მენიუდან, შეტყობინებების ცენტრიდან და ასე შემდეგ, ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ მენიუ პარამეტრები. მაშ ასე ვაწკაპუნებთ ღილაკზე Start და გამოსულ მენიუში ვირჩევთ ღილაკს Settings, პარამეტრების მენიუ გამოიყურება წინა ოპერაციული სისტემებისაგან განსხვავებულად, რადგან იგი მორგებულია პლანშეტურ კომპიუტერებში გამოყენებაზე, თუმცა არსებობს მისი ძველი ვერსიაც, ასე რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ორივე მათგანით. მაშ ასე ოპერაციული სისტემის პარამეტრები აღნიშნულ ფანჯარაში დაჯგუფებულია კატეგორიების მიხედვით და გამოსახულებების გარდა, რომელიც მიგვახვედრებს თუ რას ემსახურებიან აქ მოცემული პარამეტრები, მითითებულია მოკლე აღწერილობაც, მაგალითად აქ მოცემულია სისტემური პარამეტრები (ეკრანის, შეტყობინებების, პროგრამების, ელენერგიით კვების პარამეტრები), პარამეტრები რომლებიც დაკავშირებულია მოწყობილობებთან (ბლუთუსი, პრინტერები, კლავიატურა და ასე შემდეგ), ქსელი და ინტერნეტი (უკაბელო ქსელები, თვითმფრინავის რეჟიმი, ვირტუალური ქსელები), პერსონალიზაცია (ფონის გამოსახულება, საწყისი ეკრანი, ფერები), მომხმარებლის სააღრიცხვო პარამეტრების მართვა, პარამეტრები რომლებიც მართავენ დროს და ენებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ოფციები, პირადულობა და დაცვა და განახლება. შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილოთ აღნიშნული პუნქტები დაწვრილებით. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული