Windows 10
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
აღნიშნულ პუნქტში, როგორც წინა ვიდეო გაკვეთილში აღინიშნა მოცემულია სისტემური პარამეტრები, განვიხილოთ თითოული მათგანი, display - ეკრანის მართვის პარამეტრები, ეს უკვე განხილული გვაქვს, ამიტომ გადავიდეთ შემდეგზე, Apps & features - აქ შეგვიძლია ვიხილოთ ყველა პროგრამა რომელიც დაყენებული გვაქვს კომპიუტერზე. შეგვიძლია წავშალოთ ანუ ამოვაინსტლიროთ ან გავაკეთოთ მისი მოდიფიკაცია, შცვლა. შეგვიძლია გადავერთოთ ჩანართის სტანდარტულ ვერსიაზე, რომელიც ასე ნაცნობია ჩვენთვის წინა ოპერაციული სისტემებიდან. Default apps - ნაგულისხმევი პროგრამები, შეგვიძლია ავირჩიოთ ნაგულისხმევი პროგრამა კონკრეტული ტიპის მოქმედების შესასრულებად, მაგალითად თუ კომპიუტერში დაყენებული გვაქვს რამოდენიმე ბრაუზერი შეგვიძლია ავირჩიოთ მათგან ერთ–ერთი, რომელიც გაიშვებს ავტომატურად როდესაც კომპიუტერს მოვთხოვთ ვებ–გვერდის გახსნას. შეგვიძლია ავირჩიოთ ნაგულისხმევი აპლიკაცია სურათების გასახსნელად, მაგალითად Paint, თუ რამე შეგვეშალა ნებისმიერ დროს გვაქვს საშუალება გავანულოთ ყველა პუნქტი ანუ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. Notifications & actions - შეგვიძლია დავაწყოთ ღილაკები შეტყობინებების ცენტრში და განვსაზღვროთ რომელ პროგრამას აქვს უფლება გადმოგვცეს შეტყობინებები, Power & sleep - ეს პარამეტრებიც განხილული გვაქვს, როდის გამოირთოს ეკრანი, როდის გადავიდეს კომპიუტერი ძილის რეჟიმში, Battary - ინფორმაცია ბატარიიდან კვების შესახებ, რომელი პროგრამები მოითხოვენ ბატარიის ყველაზე მეტ რესურსს, როდის ჩავრთოთ ელექტრო ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ავტომატურად, როდესაც ბატარეა დაჯდება 30 პროცნტამდე. Storage - ინფორმაცია კომპიუტერის დამმახსოვრებელი მოწყობილობების, მათი შევსების მდგომარეობის შესახებ (C დისკი, D დისკი), ასევე შეგვიძლია მივუთითოთ რომელ დისკზე უნდა ჩაიწეროს ნაგულისხმევად კონკრეტული ტიპის ფაილი, მაგალითად ახალი მუსიკები ჩაიწერება C დისკზე, ახალი დოკუმენტები D დისკზე და ა.შ. Offline Maps – ძალიან კარგი ფუნქცია ნავიგაციისათვის, როდესაც არ გვაქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, შეგვიძლია წინდაწინ გადმოვტვირთოთ რუკები ინტერნეტიდან და შემდგომ გამოვიყენოთ ისინი. Tablet mode - როდის უნდა მოხდეს პლანშეტის რეჟიმზე გადართვა და მივიღოთ თუ არა შეტყობინება მის შესახებ, Multitasking - ფუნქციები ვირტუალურ სამუშაო მაგიდებთან დაკავშირებით, მაგალითად გამოჩნდეს თუ არა ამოცანათა პანელზე ყველა ფანჯარა რომელიც გახსნილი გვაქვს სხვადასხვა სამუშაო მაგიდაზე. Projecting to this PC - პროექტორის, ტელეფონის და სხვა მოწყობილობების ქცევა კომპიუტერთან მიერთებისას, ვებგვერდებთან ასოცირებული პროგრამები დაბოლოს სრული ინფორმაცია ოპერაციული სისტემის და კომპიუტერის შესახებ, მაგალითად აქედან შეგვიძლია შევიტყოთ ოპერაციული სისტემის ვერსიის ნომერი. მადლობა ყურადღებისათვის.