Windows 10
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
00:02:42
00:09:42
00:05:32
00:05:06
00:05:55
00:02:37
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
00:03:09
00:05:41
00:03:47
00:04:40
00:00:30
00:02:35
00:04:20
00:04:21
00:02:05
00:03:51
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
00:03:05
00:01:32
00:02:52
00:02:21
00:01:21
00:01:27
00:01:58
00:01:23
00:01:10
00:02:32
00:09:14
ჩანართი მოწყობილობები გვაძლევს ინფორმაციას კომპიუტერთან მიერთებული მოწყობილობების შესახებ, Printers & scanners - აქედან შეგვიძლია დავამატოთ ახალი პრინტერი ან სკანერი თუ იგი მიერთებულია კომპიუტერზე, ვიხილოთ უკვე დაყენებული საბეჭდი მოწყობილობები, გადავიდეთ მოწყობილობებისა და პრინტერების ძველ ჩანართზე, საიდანაც ასევე შესაძლებელია დავაყენოთ ახალი პრინტერი და გადავიდეთ მოწყობილობების მენეჯერზე ანუ აქ არის ჩამოთვლილი ყველა ის მოწყობილობა რომლითაც აღჭურვილია ან რომელიც მიერთებულია ჩვენს კომპიუტერზე, აქედან შეგვიძლია შევიტყოთ დაყენებული და გამართულია თუ არა ყველა პროგრამა, რომლებიც საჭიროა ამ მოწყობილობების მართვისათვის. Connected devices – კომპიუტერთან მიერთებული სხვა მოწყობილობები გარდა პრინტერისა და სკანერისა, შეგვიძლია დავამატოთ ახალი მოწყობილობა, ან უბრალოდ გადავიდეთ მოწყობილობების მენეჯერზე და აქედან ვცადოთ მოწყობილობების მართვა. Mouse & touchpad - რომელი ღილაკია ძირითადი - ნაგულისმევად მარცხენა, თუმცა შეგვიძლია შევცვალოთ იგი, როგორ მუშაობს გადაფურცვლა მაუსის გორგოლაჭის საშუალებით გადაიფურცლოს ერთი ხაზი თუ ერთი ეკრანი ერთჯერ გადატრიალებით, აქ შეგვიძლია განვსაზღვროთ სენსორული ეკრანის სენსიტიურობა და ასევე აქაც შეგვიძლია გადავიდეთ მაუსის თვისებების ძველ ფანჯარაზე. Typing - სიტყვების გრამატიკული შესწორება ავტომატურად უნდა კორექტირდეს თუ არა შეცდომები აკრეფისას და უნდა გამოიჩეოდეს თუ არა შეცდომით აკრეფილი ტექსტი სხვა ტექსტებისგან, Auto Play - საინტერესო ფუნქცია, ავტომატურად უნდა მოხდეს თუ არა კომპიუტერთან მიერთებული დამმახსოვრებელი მოწყობილობების გახსნა, მაგალითად ამ შემთხვევაში, ფლეშ დისკის მიერთებისას გამოტანილი იქნება შეტყობინება თუ რა უნდა მოხდეს გახსნისას, გაიხსნას იგი ავტომატურად თუ არა, ხოლო ამ შემთხვევაში მეხსიერების ბარათი პირდაპირ გაიხსნება ფაილების მენეჯერში. გაითვალისწინეთ ავტომატური გახსნის შემთხვევაში მოიმატებს ფლეშ მოწყობილობიდან კომპიუტერში ვირუსების გადატანის შანსი, USB - შეგვატყობინოს თუ არა კომპიუტერმა უნივერსალური მოწყობილობების მიერთებისას მასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისათვის.