Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
პარამეტრების მენიუს აღნიშნული ჩანართი გათვალისწინებულია ინტერნეტისა და ქსელების პარამეტრების სამართავად, Status – გვაჩვენებს რა მდგომარეობაა ამ წუთში, გვაქვს თუ არა კავშირი ინტერნეტთან, აქედანვეა შესაძლებელი ქსელის ადაპტერის პარამეტრების მართვა (მაგალითად გამოვრთოთ, ჩავრთოთ, შევამოწმოთ სტატუსი), აქვე შეგვიძლია გადავტვირთოთ ქსელი, ეს ხშირ შემთხვევაში მოგვცემს საშუალებას აღვადგინოთ კავშირი ინტერნეტთან, WiFi - პარამეტრები და ინფორმაცია უკაბელო კავშირ–გაბმულობის საშუალებასთან შეგვიძლია ჩავრთოთ და გამოვრთოთ, შევამოწმოთ სტატუსი, ვნახოთ ყველა ქსელი რომელიც ხელმისაწვდომია, დავათვალიეროთ მოწყობილობის თვისებები, Ethernet - აქ მოცემულია პარამეტრები კაბელით კავშირის დროს: კავშირის მდგომარეობა, ქსელური ადაპტერის მართვა, DialUp - გამოიყენებოდა ინტერნეტ კავშირისათვის ადრეულ წლებში, ამ ეტაპზე აღარ არის აქტუალური, VPN - ვირტუალური პრივატული ქსელი, გვაძლევს საშუალებას შევქმნათ დაცული კავშირი სხვა ქსელთან ინტერნეტის მეშვეობით, VPN გამოიყენება დაცულ საიტებზე შესასვლელად, ჩვენი ვებ აქტიურობის დასაფარავად, მას ძირითადად იყენებენ კორპორატიული მომხმარებლები საკუთარ კორპორატიულ ქსელთან დაშორებული კავშირისათვის, მაგალითად მოგზაურობის დროს. პლიუს ღილაკზე დაწკაპუნებით შესაძლებელია ახალი VPN კავშირის შექმნა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს VPN სერვერის მისამართი და ასევე უნდა გაგვაჩნდეს მომხმარებლის სახელი და პაროლი სარვერზე დაშვებისათვის. VPN–ის მართვა შესაძლებელია ასევე შეტყობინებების ცენტრიდანაც, Airplane Mode – უკვე განვიხილეთ, ანუ მისი ჩართვა აუცილებელია უსაფრთხო ფრენისათვის, Mobile HotSpot - გვაძლევს საშუალებას ჩვენი კომპიუტერი, პლანშეტი ან ტელეფონი გამოვიყენოთ როგორც ინტერნეტის გადამცემი საშუალება სხვა მოწყობილობებისათვის. მისი ჩართვა გამორთვა ხდება აღნიშნული ღილაკით, დასაკავშირებლად სხვა კომპიუტერმა უნდა იცოდეს ქსელის სახელი და პაროლი. Data Usage - გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას ჩვენს მიერ ინტერნეტის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის მოცულობის შესახებ, ამის ცოდნა შეიძლება აუცილებელი იყოს მობილური მოწყობილობით სარგებლობისას, როდესაც ინტერნეტი ლიმიტირებული გვაქვს მოცულობის მიხედვით და ბოლოს Proxy - ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთ ორგანიზაციაში არ არის დაშვებული ინტერნეტთან პირდაპირ მიერთების საშუალება, ინფორმაცია კომპიუტერიდან როუტერამდე გადის შუალედურ პროქსი სერვერში ანუ სპეციალურ კომპიუტერში რომელიც ფილტრავს ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში, ინტერნეტ კავშირისათვის აუცილებელია პროქსი სერვერის პარამეტრების მიღება, ამ დროს ისინი მიიღება ავტომატურად, ხოლო ამ შემთხვევაში საჭიროა მონაცემების ხელით გაწერა. გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული