Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ჩანართი გათვალისწინებულია მომხმარებლის სააღრიცხვო მონაცემების სამართავად, თუ ოპერაციული სისტემის დაყენებისას არ იქნა მითითებული კომპანია Microsoft-ში ჩვენი ექაუნთი, როგორც ამ შემთხვევაში მაგალითად, მიზანშეწონილი იქნება თუ აღნიშნული ჩანართიდან შეცვლით მას, ამის შემდეგ გვექნება წვდომა Windows Store–ზე ანუ პროგრამების საცავზე და ასევე გვექნება სინქრონიზაციის საშუალება. დავაწკაპუნოთ შესვლის ღილაკზე და გამოსულ ფანჯარაში შევიტანოთ ჩვენი ექაუნთის მონაცემები ან თუ ექაუნთი არ გვაქვს – შევქმნათ იგი, დავაწკაპუნოთ ღილაკზე შესვლა. ეს პუნქტი შეგვიძლია გამოვტოვოთ, შეგვიძლია დავაყენოთ ეგრეთ წოდებული PIN ან უბრალოდ გამოვტოვოთ ეს პუნქტი. შემდეგი პუნქტი გათვალისწინებულია ჩვენი ელფოსტის, კალენდარის და კონტაქტების მონაცემების ოპერაციული სისტემის პროგრამებთან სინქრონიზაციისათვის, შეგვიძლია დავამატოთ სხვა ექაუნთი თუკი გვაქვს ამის საჭიროება, შემდეგი პუნქტი Sign-in options - ოპერაციული სისტემის ჩატვირთვისას მოთხოვნილი იქნას თუ არა პაროლის შეყვანა, თუ ფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია შეგიძლიათ შექმნათ იგი ან შეცვალოთ change ღილაკზე დაწკაპუნებით, შეგვიძლია შევქმნათ PIN–ი ანუ ძალიან მოკლე პაროლი ოპერაციულ სისტემაში სწრაფად შესასვლელად და ასევე სურათი–პაროლი. რაც შეეხება სინქრონიზაციას – ეს სასარგებლოა, რადგან ყველა მომხმარებელს სურს, რომ მუშაობის გაადვილების მიზნით, მისი ყველა კომპიუტერის პარამეტრი იყოს ერთნაირი, ამიტომ საჭიროა ჩართული იყოს იგი. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული